მსოფლიოს 10 ყველაზე უმდიდრესი სარძლო

მსოფლიოს 10 ყველაზე უმდიდრესი სარძლო

ამ გოგონებს ყველაფერი აქვთ: სილამაზე, ფული, დიდება, ახალგაზრდობა. ბევრი ზრდასრული შვილის დედას უნდა გახდეს მათი დედამთილი.

შარლოტა კაზირაგი

მონაკოს სამეფო ტახტის მემკვიდრეთა რიგში მეოთხე, გრეის კელის შვილიშვილი, მოდელი, ფილანტროპი და ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალი მსოფლიოში სხვადასხვა გამოცემების მიხედვით.

პრინცესა ბეატრისი

25 წლის. რიგით მეხუთე ბრიტანეთის სამეფო ტახტის რიგში. კაპიტალი სხვებთან შედარებით არც ისე დიდი აქვს - 5 მილიონი ფუნტი, მაგრამ როგორი ტიტულოვანი ცოლი ეყოლება მის მომავალ ქმარს.

 

დელფინა არნო

ჰოლდინგ LVMH-ს დირექტორი და მულტიმილიარდერ ბერნარდ არნოს შვილი. საპატარძლო უკვე ისეთი ახალგაზრდა აღარაა (39 წლის) და თან უკვე განქორწინებულია, მაგრამ ასეთი სასიმამროთი არცერთი სიძე არ დაიწუნებს მას.

მარია შარაპოვა

26 წლის. არასოდეს ყოფილა ქორწინებაში. გაცხადებული კაპიტალი - დაახლოებით 80 მილიონი.

 

ეშლი ოლსენი

საოჯახო ფილმების ყოფილი ვარსკვლავი, ახლა კი მოდელიერი და ბრენდ Dualstar-ს თანამფლობელი. მისი ტყუპისცალი და მერი კეიტი უკვე  გათხოვდა საფრანგეთის ექს პრეზიდენტის ძმაზე ოლივიე სარკოზიზე, ეშლის კი ჯერ საკუთარი პრინცი არ უპოვნია.

ვირჯინი კურტენ კლარინსი

28 წლის. კოსმეტიკური ბრენდის Clarins დამაარსებლის მემკვიდრე.

ნიკი ჰილტონი

30 წლის. მისმა დამ, პერისმა იმდენი სისულელის გაკეთება მოახერხა, რომ ბაბუამ მემკვიდრეობის გარეშე დატოვა. ნიკი კარგი შვილიშვილი გამოდგა და ახლა მის აქტივებში 20 მილიონზე მეტი ინახება.

ჯენიფერ ლოურენსი

23 წლის მსახიობი. აქვს 2 მილიონ დოლარზე მეტი კაპიტალი, პოპულარობა, რომელიც დღითი-დღე იზრდება და ერთი ოსკარიც უდევს სამზარეულოს თაროზე.

პიპა მიდლტონი

მიდლტონების ოჯახის კაპიტალი დაახლოებით 50 მილიონ ფუნტს აღწევს და ამასთან, ბრიტანულ მონარქიასთან ნათესაური კავშირებიც არ ფასობს ნაკლებად.

ელიზაბეტ ვონ ტურნ ტაკსისი

გერმანელი პრინცესა და ჟურნალ ”ვოგის” ერთ-ერთი რედაქტორი. მისი ოჯახის კაპიტალი შეფასებულია 2.3 მილიარდ დოლარად.

 

მომზადებულია fishki.net-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს