ერთი სიყვარულის სევდიანი ამბავი - ეს ისტორია ბოლომდე უნდა წაიკითხოთ!

ერთი სიყვარულის სევდიანი ამბავი - ეს ისტორია ბოლომდე უნდა წაიკითხოთ!

...ის ვერ იტანდა თავის ცოლს! ვერ იტანდა. თითქმის 20 წელი იცხოვრეს ერთად და ყოველ დილას ხედავდა, მაგრამ მხოლოდ ბოლო წლის განმავლობაში აღიზიანებდა მისი ჩვევები. განსაკუთრებით ერთი მათგანი: ხელებს გაშლიდა, ჯერ კიდევ ლოგინში მწოლიარე, და ამბობდა: "დილა მშვიდობისა, მზეო! დღეს შესანიშნავი დღე იქნება". თითქოს ჩვეულებრივი ფრაზაა, მაგრამ მისი გამხდარი ხელები, ნახევრად მძინარე სახე კაცს აღიზიანებდა.

ქალი დგებოდა, ფანჯარას უახლოვდებოდა და რამდენიმე წამს გაჰყურებდა შორეთს. მერე ღამის პერანგს იხდიდა და სააბაზანოსკენ მიემართებოდა, შიშველი.

ადრე, ახალდაქორწინებულები რომ იყვნენ, კაცს აღტაცებას ჰგვრიდა მისი სხეული, მისი თავისუფლება. თუმცა ისევ მშვენიერ ფორმაში იყო, კაცს მაინც აბრაზებდა მისი ასე დანახვა. ერთხელ ისიც კი უნდოდა, რომ ხელი ეკრა და მისი "გაღვიძების" პროცესი დაეჩქარებინა, მაგრამ მუშტი შეკრა და უხეშად უთხრა: "ცოტა სწრაფად, მოსაბეზრებელია უკვე!"

ქალს არ ეჩქარებოდა სიცოცხლე. მან იცოდა ქმრის რომანის შესახებ, იმ გოგოსაც კი იცნობდა, ვისაც მისი ქმარი უკვე სამი წელია ხვდებოდა. მაგრამ დრომ თავმოყვარეობის ყველა იარა მოაშუშა და მხოლოდ ნაღველი დაუტოვა, ნაღველი იმის, რომ უსარგებლო გახდა. ქმარს პატიობდა აგრესიას, უყურადღებობას, სწრაფვას, კვლავ ახალგაზრდულად ეცხოვრა, ოღონდ უკვე სხვასგან. მაგრამ არ რთავდა ნებას, მისთვის შეეშალა ნება-ნება ცხოვრება, თითოეული წუთის გააზრებით. ასე გადაწყვიტა მას მერე, რაც შეიტყო საკუთარი ავადმყოფობის შესახებ. დაავადება მას თვიდან თვემდე უღებდა ბოლოს.

პირველი თავში მოუვიდა, ყველასთვის ეამბნა თავის ავადმყოფობაზე. ყველასთვის! რომ შეემცირებინა ამ დაუნდობელი სიმართლის ძალა, ნაკუწებად დაეშალა და ახლობლებისთვის დაერიგებინა. მაგრამ ყველაზე მძიმე პერიოდი მარტომ გაიარა, სწრაფი სიკვდილის მოახლოება გაიაზრა და გადაწყვიტა, გაჩუმებულიყო. ცხოვრება მიედინებოდა, და დღითი დღე ქალში სულ უფრო მეტად იღვიძებდა ცხოვრებისეული სიბრძნის წყურვილი. სოფლის პატარა ბიბლიოთეკაში განმარტოვდებოდა – ყოველდღე გადიოდა საათნახევრიან გზას, რომ ძველ წიგნებს შორის ეპოვა შვება.

კაცი საყვარლის სახლში მივიდა. აქ ყველაფერი ნათელი, თბილი და ახლობელი იყო. უკვე სამი წელია ხვდებოდნენ ერთმანეთს და მთელი ეს დრო გიჟურად უყვარდა. ეჭვიანობდა, ამცირებდა, თავსაც იმცირებდა და თითქოს ვეღარც კი სუნთქავდა ამ ქალის ახალგაზრდა სხეულის გარეშე. დღესაც მივიდა და მტკიცედ გადაწყვიტა: გაშორდეს. რატომ უნდა იტანჯოს სამივემ, მას ცოლი არ უყვარს, უფრო მეტიც – სძულს. აქ თავიდან დაიწყებს ცხოვრებას, ბედნიერად. ეცადა გაეხსენებინა ის განცდები, რასაც ერთ დროს ცოლისადმი გრძნობდა, მაგრამ ვერ შეძლო. უცებ მოეჩვენა, რომ მათი გაცნობის დღიდანვე ასე აღიზიანებდა ცოლი. საფულიდან ცოლის ფოტო ამოიღო და თავისი ახალი გადაწყვეტილების გასამყარებლად, სულ ნაკუწებად დახია.

რესტორანში დაგეგმეს შეხვედრა. იქ, სადაც ექვსი თვის წინ ქორწინების 15 წლისთავი აღნიშნეს. ქალი პირველი მივიდა. კაცმა მანამდე სახლში შეიარა, სადაც დიდხანს ეძებდა განქორწინებაზე განცხადების შეტანისთვის საჭირო საბუთებს. განერვიულებული ხსნიდა კარადის უჯრებს და იატაკზე ყრიდა ყველაფერს. ერთ-ერთ უჯრაში მუქი ლურჯი საქაღალდე იდო. ადრე არასდროს დაუნახავს. ჩაიცუცქა და საქაღალდე გახსნა.

იხილეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს