4 რამ, რაც ქალმა შეყვარებულთან დაშორების შემდეგ არ უნდა გააკეთოს

4 რამ, რაც ქალმა შეყვარებულთან დაშორების შემდეგ არ უნდა გააკეთოს

ზოგიერთი ქალისთვის უიღბლო რომანი დეპრესიით სრულდება. ნაწილი ვერ აცნობიერებს, რომ კაცთან დაშორების გამო ცხოვრება არ დასრულებულა, ნაწილი ყველა გზით ცდილობს, ყოფილი პარტნიორი დაიბრუნოს - ამ და სხვა მიზეზების გამო ქალი ათას სისულელეს აკეთებს და ცხოვრებას იმახინჯებს.

1. აღარ ზრუნავ გარეგნობაზე: რადგან მამაკაცს დაშორდით, ამის გამო სილამაზის სალონის გზა არ უნდა დაივიწყოთ...

2. მაშინვე სხვა პარტნიორის ძებნა: უიღბლო რომანი თუ არ მოგნატრებიათ, თავს პატივი ეცით და რამდენიმე კვირა მარტოობით დატკბით. პირველივე შემხვედრთან რომანის გაჩაღება სახიფათოა.

3. სოციალურ ქსელში "ემეგობრებით": პირველი, რაც უნდა გააკეთოთ ისაა, რომ ყველა სოციალური ქსელიდან ამოშალოთ. როგორც წესი, მამაკაცები გოგონასთან დაშორების შემდეგ ამ გზით მანიპულირებენ, ისევ ურეკავენ და ქსელშიც ეხმიანებიან. მეტი არ უნდათ გულგატეხილ ქალებს და "იმედის ნაპერწკალი" უჩნდებათ, რომ ისევ დაუბრუნდებიან. თუ ასე უყვარხართ, ან არ დაგშორდებოდათ, ან შეგირიგდეთ. მართლა გჯერათ, რომ კაცთან, რომელთანაც ინტიმური ურთიერთობა გქონდათ, იმეგობრებთ?

4. თქვენი უიღბლო რომანის შესახებ ყველას ნუ მოუყვებით: საუკეთესო დაქალებს გული რომ შეუჭამეთ, ეს საკმარისი არაა? მძიმე სამუშაოს შემდეგ თქვენი მოსაწყენი უიღბლო რომანის მოსმენა ნამდვილად არავის სიამოვნებს. საერთოდაც, გარშემო ამდენი სიმპატიური და მარტოხელა მამაკაცია, არ გენანებათ თქვენს ძვირფას დროს ყოფილზე დარდში რომ ატარებთ?

მომზადებულია huffingtonpost.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს