სექსი და ბავშვები - რომელ ასაკში უნდა ავუხსნათ "ყველაფერი"

სექსი და ბავშვები - რომელ ასაკში უნდა ავუხსნათ "ყველაფერი"

რამდენიმე ათეული წლის წინ მოზრდილ ბავშვებსაც გულწრფელად ეგონათ, რომ მშობლებმა კომბოსტოში იპოვეს, მაღაზიაში იყიდეს ან წერომ მოიყვანა სახლში. დღეს კი მასმედიისა და ხელმისაწვდომი ინტერნეტის წყალობით, ამ კუთხით ბავშვთა "განათლება" აშკარად წინ წავიდა. დროთა განმავლობაში სქესობრივი აღზრდის საკითხიც დადგა დღის წესრიგში.

ჯერჯერობით ჩვენს ქვეყანაში სქესობრივი განათლების, როგორც სასკოლო საგნის შემოღების ყველა მცდელობა კრახით დასრულდა. ყველა წიგნი, რომელიც ამ საგნის შესწავლის მიზნით დაიბეჭდა, "გარყვნილების პროპაგანდასა" და "ბავშვის სულის დამახინჯებაში" დაადანაშაულეს. საზოგადოება ვერც სწავლების მეთოდსა და ხერხებზე შეთანხმდა. ამიტომ სანამ დავასა და ჭოჭმანში წლები გავიდა, ბავშვებმა ცოდნის მარაგი თავად "შეივსეს".

ამაში ყველაფერი ხელს უწყობთ, პირველ რიგში კი ტელევიზიითა და ინტერნეტით "დღისით, მზისით" შეზღუდვის გარეშე გავრცელებული ინტიმური კადრები. ღია ინფორმაცია სქესობრივი საკითხებისადმი ინტერესსაც მეტისმეტად ადრე ავითარებს. ამ დაინტერესებას ბიძგს საზოგადოებაც აძლევს - გამუდმებით ყურადღების ცენტრში არიან სექსუალური ცნობადი სახეები, მუდმივად მიმდინარეობს სექსუალური ორიენტაციების ხმამაღალი გარჩევა, თოჯინებიც კი გამოხატული სასქესო ნიშნებით გამოდის. აღარაფერს ვამბობთ სერიალების თემატიკაზე, სადაც სექსი და ქალის მშობიარობა ლამის სრული ნატურალიზმითაა ნაჩვენები. შესაბამისად, აღარც ბავშვებს სჯერათ, რომ "კომბოსტოში" იპოვეს და მშობლებსაც საკმაოდ ადრე უწევთ უხერხულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა. თუ ბავშვმა საჩოთირო კითხვები დაგისვათ, არ გაექცეთ მათ. პასუხი, თუნდაც შელამაზებული, აუცილებლად გაეცით. რა თქმა უნდა, "შიშველი სიმართლის" პირში მიხლას არ გთავაზობთ, ბავშვის ასაკის გათვალისწინებით აუხსენით ან ბავშვურად "შეუფუთეთ" სასურველი ინფორმაცია.

სრული ვერსია

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს