"არ მისცეთ ქართველ კაცებს ნომერი..." - რას წერს ლიტველი ტურისტი გოგონა საქართველოზე

"არ მისცეთ ქართველ კაცებს ნომერი..." - რას წერს ლიტველი ტურისტი გოგონა საქართველოზე

"ვფიქრობ, დროა სიმართლე გითხრათ მაგიურ საქართველოზე. ბლოგზე საქართველოში სტუმრობისას ვერ ვიმუშავე, რადგანაც ან მთვრალი ვიყავი, ან გამოფხიზლებას ვცდილობდი. ახლა სახლში ვარ და ყველაფერი კარგად მახსოვს; საქართველოში სტუმრობისას გადახდენილი შთაბეჭდილებები გულს მითბობს და ღიმილს მგვრის", - წერს ლიტველი ტურისტი ჯასტინა.

1. ეს არის ადგილი, სადაც ქუჩაში მოძრაობის არანაირი წესები არ არსებობს. თუ გზის გადაკვეთა გადაწყვიტეთ, უშიშარი უნდა იყოთ. მწვანე, წითელი, ყვითელი - აქ, არაფერს ნიშნავს. ენდეთ იღბალს. გზაზე გადასვლისას არ შეჩერდეთ და მძღოლს თვალებში არ შეხედოთ. თუ ასე მოიქცევით, იგრძნობენ, რომ ეჭვობთ და არც კი ელოდოთ, რომ თქვენს გამო ავტომობილს გააჩერებენ და გზას დაგითმობენ. გზა განაგრძეთ და მძღოლებიც მოძრაობას შეანელებენ.

2. ქართველი მძღოლები შეშლილები არიან, მაგრამ ნამდვილად გამოცდილები. გზაზე ძალიან ხშირად გამოჩნდება ცხვარი, თხა, ცხენი.

3. მოგზაურობისას თუ მოგშივდათ, არ შეგეშინდეთ, მძღოლების 75% გამოგკვებავთ. საჭმელზე უარის თქმა საქართველოში უზრდელობაა.

4. ისინი გთხოვენ მობილურის ნომერს, facebook-ის, vkontake-ს, ან odnoklassniki-ს მისამართს.

5. ამ დროს თუ ეტყვით, რომ შეყვარებული გყავთ, არ გაჭრის, რადგანაც სერიოზულად მხოლოდ გათხოვებას აღიქვამენ. თუ არ გსურთ მოიტყუოთ, რომ ქმარი გყავთ, მოიტყუეთ, რომ ქართველი შეყვარებული გყავთ.

6. ქართული პოლიცია ძალიან მეგობრულია და დასახმარებლად ყოველთვის მზადაა.

7. ქართველი შეყვარებულის მოძებნა ძალიან, ძალიან ადვილია. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი, რომელსაც კი გამოელაპარაკები: ტაქსის მძღოლი, ბარმენი, კლუბიდან გამოსული ბიჭი. შეცდომა არ დაუშვათ და არ მისცეთ ქართველ კაცებს თქვენი ნომერი! ისინი დაგირეკავენ. ძალიან ბევრჯერ დაგირეკავენ. ეს ზარები გასტანს მანამდე, სანამ გააცნობიერებენ, რომ საერთოდ არ გაინტერესებთ.

8. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ გამოიყურები. შეიძლება იყო გამხდარი, მსუქანი, ქერა, წითური, შხაპის მიღების შემდეგ, ან მის გარეშე რამდენიმე დღე (წყლის პრობლემის შესახებ სხვა პოსტში დავწერ) მაინც თავს ისე იგრძნობ, თითქოს ყველაზე ლამაზი ადამიანი იყო მსოფლიოში.

9. ქართველი გოგონები საკუთარ თავს ნამდვილად უვლიან. ჩემი აზრით, ისინი ძალიან ლამაზები არიან. ვფიქრობ, ლამაზები ყველაზე მეტად მკვეთრად გამოხატული სახის ნაკვთების, მუქი ფერის თმისა და თვალების გამო არიან. ქართველ კაცებს მაჩო გარეგნობა აქვთ და ასევე იქცევიან. აქ, ეჭვიანობა ძალიან პოპულარულია.

10. ვიდრე საქართველოში ჩამოვიდოდი, ვვარაუდობდი, რომ თურქეთის ქრისტიანულ ვერსიას ვიხილავდი. ვფიქრობ, ასეა - მენტალურად, ოჯახური კულტურით, კაცსა და ქალს შორის ურთიერთობით. მაგრამ ამ მხრივ ქართველები უკეთესები არიან. ისინი აღმოსავლეთ ევროპელებს, როგორც მეძავებს, ისე არ უყურებენ.

მომზადებულია fire.lt-ის მიხედვით.

ევა ბარბაქაძე შეყვარებულია - ვინ არის შორენა ბეგაშვილის ერთადერთი ქალიშვილის რჩეული (ფოტოები)

"სპორტი უნდა გავმიჯნოთ პოლიტიკისგან, სამწუხაროდ, ეს ხშირად  პირიქით ხდება", -  რა კომენტარს აკეთებს თორნიკე შენგელია მოსკოვში ჩასვლის შემდეგ

რას ყვება გოგონა, რომელსაც საფრანგეთში სწავლის  დროს ცხოვრებას პრეზიდენტი პირადი ხარჯებიდან დაუფინანსებს - "მას ხელით დაწერილი წერილი მივწერე"