დედებისთვის ყველაზე ნერვების მომშლელი და უვარგისი რჩევების რეიტინგი

დედებისთვის ყველაზე ნერვების მომშლელი და უვარგისი რჩევების რეიტინგი

პრესით თუ ინტერნეტით, მეგობრებისა თუ ახლო ნათესავების "დახმარებით" რჩევა-დარიგებებს ყოველდღიურად ვისმენთ. მათ შორის ბავშვთა აღზრდის საკითხებშიც, თუმცა ყველა რჩევა როდია გონივრული, შესრულებადი და შედეგის მომტანი. ბრიტანეთში მშობლებს შორის კვლევა ჩატარდა. რა სახის რჩევები გაღიზიანებთ ყველაზე მეტად - ამ კითხვით მიმართეს მშობლებს და მათი პასუხების მიხედვით ყველაზე გამაღიზიანებელი რჩევების რეიტინგიც შედგა.

1. უფლება მიეცით ბავშვებს ბოლო ხმაზე იყვირონ - ეს მეთოდი თურმე ბევრი თანანმედროვე დედისთვის მიუღებელი ყოფილა და საკმაოდ ნეგატიურადაც განაწყობს.

2. ზოგჯერ კარგად უნდა მოხვდეს - უფროსი თაობის წარმომადგენლების ან ზედმეტად თავდაჯერებული დედებისგან ამ რჩევას ხშირად მოისმენთ. არადა, როგორ ნერვებს უშლის თურმე ბევრს.

3. როცა ბავშვს ძინავს, დაისვენეთ - ამ რჩევის ავტორებს ავიწყდებათ, რომ ბავშვის ძილის დრო ყველაზე "პროდუქტიული" პერიოდია დედისთვის - ამ დროს აკეთებს ყველაფერს, რასაც ბავშვით ხელში ვერ ახერხებს. ყველა "დიადი" საქმე ბავშვის ძილის დროს იგეგმება. დასვენება კარგია, მაგრამ აუსრულებადი ნატვრაც კი ნერვების მომშლელია, არათუ რჩევა.

იხილეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს