სიცხეში ვერ იძინებთ? - ეს რჩევები მშვიდად დაძინების საშუალებას მოგცემთ

სიცხეში ვერ იძინებთ? - ეს რჩევები მშვიდად დაძინების საშუალებას მოგცემთ

ზაფხულის სიცხეში დაძინება ძალიან რთულია. გთავაზობთ რჩევებს, რომელიც დაგეხმარებათ, ღამე მშვიდად დაიძინოთ.

1. შიშველმა არ დაიძინოთ: ლოგიკურია, რაც უფრო ცოტა სამოსი გაცვიათ, მით ნაკლებად გცხელათ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ლოგინში დედიშობილა დაწოლა სიცხისგან "განგკურნავთ". ექსპერტები გვირჩევენ, რომ აუცილებლად ჩავიცვათ პიჟამა.

2. მიიღეთ გრილი შხაპი: კარგი იქნება, თუ დაძინებამდე გრილ, ან ნელ-თბილ შხაპს მიიღებთ.

3. ჩართეთ ვენტილატორი: ამ გზით ოთახში სიმხურვალე იკლებს და სხეული აუცილებლად გაგრილდება. ამასთან, აუცილებელია, ვენტილატორი ისე იდგეს, რომ დიდი ძალით სახეს უბერავდეს. თუმცა, კატეგორიულად იკრძალება სახის ვენტილატორთან ახლოს მიტანა - ამ გზით სახეზე ნერვის ანთებას გამოიწვევთ.

4. ფეხები დაითბუნეთ: პროფესორები, რომლებიც ძილის პრობლემებზე მუშაობენ გვირჩევენ, რომ ფეხები მუდამ თბილად გვქონდეს, რადგანაც გაყინული ფეხისგულები ძილის პირველი მტერია. მთავარია სახე იყოს გრილად.

5. უძილობის გამო ლოგინში არ იწრიალოთ: ამ დროს ლოგინში წოლა და იმაზე ფიქრი, რომ დაგეძინოთ, უარესად გაგანერვიულებთ და გაღიზიანებისას სხეულის ტემპერატურაც მოიმატებს. ადექით ლოგინიდან და ოთახებში გაიარ-გამოიარეთ. ამ გზით თქვენი სხეული ბუნებრივად გაგრილდება.

6. ჰამაკში დაიძინეთ: თუ კერძო ბინა გაქვთ, ან დასასვენებლად იმყოფებით, ბარგში ყველაზე ძვირფასი ნივთი ჰამაკი უნდა იყოს. სუფთა ჰაერი, სიგრილე - დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ მთელი ღამე უშფოთველად იძინებთ და სიცხე კი არა, დიდი შანსია, თბილი საბანიც კი დაიფაროთ.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს