5 მარტივი ხერხი თქვენი შეყვარებულის გასაბედნიერებლად

5 მარტივი ხერხი თქვენი შეყვარებულის გასაბედნიერებლად

 

1. სპონტანურად გამოიწვიეთ საცეკვაოდ.

თქვენთვის საყვარელი სიმღერის დროს მოულოდნელად მოკიდეთ ხელი და ეცეკვეთ, როგორც ფილმებში ცეკვავენ ხოლმე გამოსაშვებ საღამოებზე.

2. დაურეკეთ სამსახურში.

თუნდაც მოკლე მოკითხვის მიზნით, მაშინ, როდესაც საქმით დაკავებული და დაღლილი თქვენს თბილ მოკითხვას და ყურადღებას იგრძნობს, ძალიან გაუხარდება.

3. გაუგზავნეთ წერილი.

ფურცელზე დაწერილი ტექსტი და არა მესიჯი. დღევანდელ დროში აღარავინ წერს წერილებს, ამიტომ თქვენი ეს ჟესტი რომანტიკული, მზრუნველობის გამომხატველი და სასიამოვნო სურპრიზი იქნება.

4. დაპატიჟეთ პაემანზე.

თითქოს ახალგაცნობილი წყვილი ხართ. მოიქეცით ისე, როგორც პირველად, როდესაც მისი გულის მოგებას ცდილობდით. ეს მხიარული და საყვარელი საქციელი იქნება თქვენი მხრიდან, რომელსაც აუცილებლად დააფასებს.

5. მოაწყვეთ პიკნიკი.

წადით ისეთ ადგილას, სადაც არასოდეს ყოფილხართ და გაუკეთეთ ისეთი საჭმელი, რომელიც არცერთს გაგისინჯავთ. მიუხედავად იმისა, მოგეწონებათ თუ არა საკვები, მხიარულად გაატარებთ დროს ერთად.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს