გოგონა მას შემდეგ დააკავეს, რაც "ფეისბუქზე" მოპარულ კაბაში გადაღებული სელფი დადო

გოგონა მას შემდეგ დააკავეს, რაც "ფეისბუქზე" მოპარულ კაბაში გადაღებული სელფი დადო

 

ილინოისის შტატის მცხოვრებმა 27 წლის დენიელ სექსტონმა კაბა მოიპარა, შემდეგ მოპარულ კაბაში ჩაცმულმა "სელფი" გადაიღო და ფოტო "ფეისბუქზე" ატვირთა, რის შედეგადაც დააკავეს.

კერტ უილიამსი, იმ მაღაზიის მფლობელი, საიდანაც გოგონამ კაბა მოიპარა, ამბობს, რომ მასალა, რითაც კაბა იყო დამზადებული, ძალიან დამახასიათებელი ლეოპარდის პრინტებით იყო გაწყობილი. ფოტოს დაპოსტვიდან რამდენიმე წამში, მაღაზიის მფლობელის მეგობარმა იცნო კაბა და უილიამსს გადაუგზავნა ფოტო, რის შემდეგაც პოლიცია გამოიძახეს. პოლიციამ არა მხოლოდ ქურდის გარეგნობა გაარკვია, არამედ მიიღო მისამართი, სადაც უნდა აეყვანათ დამნაშავე, რადგან ეს უკანასკნელი ფოტოზე "დაჩექინდა".

გოგონა წვრილმანი ქურდობისთვის დააკავეს. სამარცხვინოა, მაგრამ სამაგიეროდ წარმოიდგინეთ, რამდენი "ლაიქი" ექნება ფოტოს "ფეისბუქზე".

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს