ერაყში მაღაზიის მანეკენებსაც კი პირბადეები გაუკეთეს

ერაყში მაღაზიის მანეკენებსაც კი პირბადეები გაუკეთეს

მუსულმანურ სამყაროში ბევრია შემთხვევა, როცა ქალს ფიზიკურად უსწორდებიან მხოლოდ იმის გამო, რომ ქუჩაში ჩადრი არ დაიხურა.

ორგანიზაცია ISIS-მა ერაყში მდებარე მაღაზიების მეპატრონეები გააფრთხილა, რომ მანეკენების სახეები პირბადეებით დაეფარათ. ჯიჰადის მიმდევრებმა მეპატრონეებს ეს ულტიმატუმი მას შემდეგ წაუყენეს, რაც ხელში ქვეყნის მეორე უდიდესი ქალაქი, მოსული ჩაიგდეს. მათ ეს გადაწყვეტილება შარიათის კანონის სრული დაცვით ახსნეს, რომელიც ადამიანის ფორმის ნებისმიერი ნიმუშის წარმოდგენას კრძალავს. შესაბამისად, მაღაზიებში ყველა ქალისა და კაცის მანეკენს სახე აქვს დაბურული.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს