7 მიზეზი, რის გამოც კაცი დაქორწინებას გაურბის

7 მიზეზი, რის გამოც კაცი დაქორწინებას გაურბის

ალბათ, თქვენს გარშემო ძალიან ბევრი დაუქორწინებელი მამაკაცია. მათ ყველაფერი აქვთ: გარეგნობა, სამსახური, სახლი - თუმცა, სიტყვა დაქორწინების სიკვდილივით ეშინიათ. 7 მიზეზი, რის გამოც მათ დაქორწინების ეშინიათ:

1. ვერ იტანენ, როცა აცნობიერებენ, რომ თავისუფალი სივრცე აღარ რჩებათ. ისინი საკუთარი წესებით ცხოვრობენ და ნეტა რომელი ცოლი, ან შვილი მოერგება მათ წარმოდგენას ცხოვრების შესახებ? ზუსტად იციან, რომ ყოველ შაბათ საღამოს ძმაკაცებთან ერთად ლუდის დალევას, ან ფეხბურთის მატჩის ხმაურიანი შეძახილების ფონზე ყურებას ქალი ნამდვილად არ აიტანს!

2. ძალიან უჭირთ იმის გაცნობიერება, რომ მთელი ცხოვრება მხოლოდ ერთი სექსუალური პარტნიორი უნდა ჰყავდეთ.

3. ვაითუ ქორწინება იღბლიანი არ აღმოჩნდა. ყველამ იცის, რომ განქორწინებულ მამაკაცს პარტნიორის მოძებნა უჭირს და მით უმეტეს, ერთხელ გამოვლილი ტკივილის შემდეგ ცოლობას ვეღარავის სთხოვს.

4. კაცებს ნერვებს უშლით ქალების დამოკიდებულება ქორწინების მიმართ და ყველაზე მეტად ის აღიზიანებთ, რომ გოგონა გათხოვებას ვარდისფერი სათვალით უყურებს. კაცების აზრით, ქალები ფიქრობენ, რომ საქორწინო ბეჭედი ყველა პრობლემას ჯადოსნურად მოაგვარებს: ბავშვების საკითხს, ბანკის კრედიტებს და სხვა.

5. კაცები დარდობენ, რომ ქალები სიტყვა კომპრომისს თავისებურად უყურებენ. "კომპრომისი ცოლისთვის იმას ნიშნავს, რომ თუ რამეზე არ დაეთანხმები, რამდენიმე დღეს სექსზე უარის თქმა მოგიწევს", - ჩივიან კაცები.

6. ისინი ფიქრობენ, რომ ქორწინების შემდეგ "კაცური საქმეებისთვის" გაცილებით ნაკლები დრო რჩება. მთელი ცხოვრება მოუწევთ ცოლის ნათესავებთან გაღიმება, მისი მეგობრების დაბადების დღეების დამახსოვრება, ქორწინების თარიღი და ათასი წვრილმანი, რომელიც თუ დაავიწყდა, ცოლისგან ისტერიკების ზღვა არ ასცდება.

7. კაცების აზრით, გოგონები მათი მშობლების თაობისგან რადიკალურად განსხვავდებიან და ქალების ნდობა საერთოდ აღარ შეიძლება. კაცები ფიქრობენ, რომ დღეს გოგონები მხოლოდ პერსპექტიულ სასიძოს ეძებენ: ბევრი ფული, მდიდრული ავტომობილი, იახტა, თუ აგარაკი. ამის ფონზე აშინებთ, რომ გულწრფელად ქალს არ ეყვარება და პირველივე შემთხვევისთანავე სხვა კაცთან გაიქცევა.

მომზადებულია askmen.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს