ქართველი ბიზნესმენი, რომელიც ჩინეთში "კაცი გამოძახებით" მუშაობს

ქართველი ბიზნესმენი, რომელიც ჩინეთში "კაცი გამოძახებით" მუშაობს

დათო სამსონიძის (სახელი და გვარი შეცვლილია) ოჯახში და სამეგობროში ყველამ იცის, რომ დათო ორ თვეში ერთხელ, ერთი თვით დადის ჩინეთში საქმიანი ვიზიტით, რათა საკუთარი სამშენებლო მასალების მაღაზია მოამარაგოს. დათოს იქიდან მართლაც ჩამოაქვს საქონელი, თუმცა როგორც თვითონ ამბობს, ამას მხოლოდ სხვისი თვალის ასახვევად აკეთებს, თორემ რეალურად, ჩინეთში ჩასული სულ სხვა საქმითაა დაკავებული. ის ჟიგოლოა, ანუ კაცი გამოძახებით.

- პირველად ჩინეთში 3 წლის წინ ჩავედი. კომპანიას, რომელთანაც საქმიანი ურთიერთობა მქონდა, ქალი ხელმძღვანელობდა. მასთან საკმაოდ ახლო ურთიერთობა დავამყარე და ერთ დილასაც მის ლოგინში გავიღვიძე, მას შემდეგ, როდესაც ჩინეთში ჩავდიოდი, მუდამ მასთან ვრჩებოდი. ერთ დღესაც შევატყვე, რომ რაღაცის თქმა უნდოდა და ბოლოს მითხრა, რომ დაქალი მყავს, რომელიც დეპრესიაშია და მინდა, რომ შენი თავი ვაჩუქო ერთი-ორი დღითო. სიმართლე გითხრათ, თავიდან ვერ მივხვდი და ეს რომ შემატყო დააყოლა, ბუნებრივია, სათანადო ანაზღაურებითო, რომელიც რომ დამისახელა, კინაღამ შოკი მივიღე.

- რამდენი გითხრათ?

- 2 დღე 10 000 დოლარი. მთელი წელი უნდა მემუშავა, რომ ეს თანხა გამომემუშავებინა, თან თუ უარს ვეტყოდი, ამ ქალთანაც ვიფუჭებდი საქმეს და ახალი პარტნიორის მოძებნა, რომლისგანაც სამშენებლო მაღაზიის მასალებს წამოვიღებდი, მართლა გამიჭირდებოდა. ამიტომ დავთანხმდი და არც ვინანე. დაახლოებით 40 წლის ქალბატონთან მომიწია მისვლა და 10 000 დოლარიც ჩავიდე ჯიბეში, რაც მთავარია ორი ქალი მოვიმადლიერე (იცინის).

- და გადაწყვიტე ამ საქმით ფულის შოვნა?

- არა, არც მიფიქრია. რომ დავბრუნდი, დაახლოებით ერთ კვირაში დამირეკა ამ ქალმა (კომპანიის ხელმძღვანელმა) და სასწრაფოდ ჩამოდიო. მეგონა კომპანიიის ამბებზე მიბარებდა და მაშინვე გავფრინდი, და იქ ჩასულს ასეთი რამე მითხრა - ეს ჩემი დაქალი ძალიან კმაყოფილია, ბევრს მოუყვა შენზე და რამდენიმემ გამოთქვა სურვილი შენთან ურთიერთობის და რას იტყვიო? დავფიქრდები-მეთქი. ხვალ მითხარი პასუხი და საერთოდ, ე.წ. კაცი გამოძახებით რომ იმუშაო და თვეში ერთხელ ჩამოხვიდე, ამაზეც იფიქრეო. ბევრი ვიფიქრე და დავთანხმდი. ოჯახს ვუთხარი სერიოზულ საქმეებში ჩამრთო კომპანიის ხელმძღვანელმა და ერთი თვე ვრჩები-მეთქი. მოკლედ, მას მერე 2 თვეში ერთხელ ერთი თვით ჩამოვდივარ და დღეში ხან ათასს, ხანაც ხუთას დოლარს მიხდიან. მეც სანამ შემიძლია, უშურველად გავცემ სითბოს.

- შენ მეგობარ ქალს წილს უხდი?

- ხო, აღებული თანხის 20%-ს  მას ვაძლევ, სამაგიეროდ, ის კლიენტებს შოულობს და ფაქტობრივად, მზამზარეულზე მიწევს საქმის კეთება.

- დავიჯერო, ყველა მოგწონს, ვისთანაც ურთიერთობა გაქვს?

- ბუნებრივია, არა. ერთხელ 70 წლამდე ქალი იყო, და რომ დავინახე, უკან წამოვედი. მილიონი რომ მოეცათ, ვერ მივეკარებოდი. მოვიტყუე, მაღალი სიცხე მაქვს და არაფრის გაკეთება არ შემიძლია-მეთქი. მერე ამ ჩემ მეგობარ ქალს ვუთხარი, მაგასთან რომ მომკლა ვერ მივალ-მეთქი და კარგი, ვეცდები ეგეთებს უარი ვუთხრაო. კი ყოფილა შემთხვევები, როდესაც არ მომწონებია, მაგრამ როდესაც ფულს იღებ, იძულებული ხარ ყველაფერზე წახვიდე.

- დათო, გულწრფელად მითხარი, შენსა და მეძავ ქალს შორის რამე სხვაობას ხედავ?

- არაფერი სხვაობა არაა ჩვენ შორის. ისინიც, როგორც მე, სხეულით ვვაჭრობთ. საქართველოში რომ ჩამოვდივარ, კაცად მომაქვს თავი, უბანში ერთ ზედმეტ სიტყვას ვერ მეტყვის ვერავინ. ეს რომ ვინმემ გაიგოს, ყველას სასაცილო გავხდები. ასე სახალხოდ იმიტომ გიყვები ამ ამბავს, რომ ვერავინ გაიგებს, ვინ ვარ, თან ბევრ რამეს, რითიც შეიძლება "დამწვან", გადაკეთებულად გიამბობ... ქეიფის დროს კაცობის სადღეგრძელოს რომ ვსვამ, მაგრად მიტყდება ხოლმე, მაგრამ ტკბილია იოლი ფული. ერთი თვე რომ იქ ვარ, ათასი ეჭვი მაქვს. ბევრი ქალის ქმარი წასულია და იმიტომ მირეკავენ მე. ამ დროს მაშინვე ჩემი ცოლისკენ გამირბის ფიქრები და ვეჭვიანობ, თუმცა რომ ვუფიქრდები, თუ მიღალატა, მართალი იქნება, მაგრამ რომ გავიგო მიღალატა, ნაღდად არ ვაპატიებ.

- საქართველოში თუ არის ეს მომსახურება?

- არასოდეს დავინტერესებულვარ, ალბათ იქნება, მაგრამ მეეჭვება ვინმემ აქ 1000 ან თუნდაც 500 დოლარი გადაიხადოს ერთ ღამეში. ჩინეთში იხდიან, ერთხელ ერთმა ქალმა 5000 დოლარი მაჩუქა.

- დიდხანს აპირებ ასე გაგრძელებას?

- არ ვიცი. ჯერჯერობით ისევ მოთხოვნადი ვარ და სამომავლოდ ვნახოთ. ბლომად ფულს მოვუყარე თავი და შეიძლება ერთ დღესაც უარი ვთქვა. ყოველ წამოსვლაზე ვამბობ, მეორედ აღარ წავალ-მეთქი, მაგრამ ერთ თვეში ისევ ვიღებ ბილეთებს და მივდივარ.

ლადო გოგოლაძე, Ambebi.ge

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს