6 კატეგორიის ოჯახი, სადაც მშობლები ძალიან ცუდი აღმზრდელები არიან

6 კატეგორიის ოჯახი, სადაც მშობლები ძალიან ცუდი აღმზრდელები არიან

იმ ოჯახებს, სადაც მშობლები ბავშვების აღზრდის საკითხებში "მოიკოჭლებენ", ფსიქოლოგები 6 ძირითად კატეგორიად ყოფენ.

"ალიაქოთა"ოჯახები

ყველაზე გავრცელებული ტიპია იმ ოჯახებს შორის, სადაც მშობლები მათზე დაკისრებულ მოვალეობას ვერ ართმევენ თავს. ამ ოჯახებში აღზრდას ქაოტური, არაპროგნოზირებადი სახე აქვს და უფროსების ცვალებად განწყობაზეა დამოკიდებული.

აქ გამუდმებით აყალმაყალი და სტუმრიანობაა. ხშირია კონფლიქტები და ძალადობა, რაც ხშირად ბავშვებსაც ეხებათ. ასეთი ოჯახების შვილებს სამყაროს მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება უყალიბდებათ. გარშემო მყოფებისგან გამუდმებულ საფრთხეს გრძნობენ, შურის გრძნობა ტანჯავთ და აგრესია უჩნდებათ.

ოჯახის თანამედროვე, "მოდური" კატეგორია - კარიერისტები

ასეთი ოჯახის მშობლები მატერიალური დოვლათის დაგროვებაზე არიან ორიენტირებული. გამუდმებით ეკონომიკურ და სოციალურ კეთილდღეობაზე ფიქრობენ. კარგად ესმით, რომ ბავშვს მშობლიური ყურადღება სჭირდება, მაგრამ დრო არ ჰყოფნით. მეტიც, როცა არჩევანი სამსახურებრივ მივლინებასა და ბავშვის გვერდით ყოფნას შორისაა, დედ-მამა პირველ ვარიანტს ირჩევს. ასეთი ოჯახის შვილები ტელეფონით იზრდებიან. მშობლების განსჯა რთულია, რადგან კეთილდღეობა ძვირი ჯდება, მაგრამ ბავშვებმა რა დააშავეს.

ოჯახი, რომელსაც მკაცრი და დესპოტი მშობლები მართავენ

ასეთ ოჯახში ბავშვის აზრი და სურვილი არაფერს ნიშნავს. მშობლის სიტყვა - კანონია. უფროსები დარწმუნებულნი არიან, რომ მთავარი დისციპლინაა, რომელიც მხოლოდ შიშითა და სასჯელით მიიღწევა. მათი აზრით, ბავშვს ჯერ მოვალეობები აქვს და შემდეგ უფლებები. მათ გარეშე ბავშვს არანაირი გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია, წინააღმდეგ შემთხვევაში სასჯელი ელის.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს