ფიტნესკლუბის ნაცვლად 40 წუთიანი სიარული წონაში დასაკლებად

ფიტნესკლუბის ნაცვლად 40 წუთიანი სიარული წონაში დასაკლებად

მრავალი ქალბატონი ცდება, როდესაც მიაჩნია, რომ საოჯახო საქმიანობა - რეცხვა, ხეხვა, ბავშვის მოვლა, ღამის უძილობა - დიდ ფიზიკურ დანახარჯს იწვევს. სამწუხაროდ, ეს საოჯახო ფაციფუცი ზედმეტი კილოგრამების დაწვაში ვერ დაგეხმარებათ. თუ ვერ შეძლებთ ფიტნეს-კლუბში ვარჯიშს, გულს ნუ გაიტეხთ - ყველაზე ნაცადი და საიმედო მეთოდია ყოველდღიური 30-40- წუთიანი სიარული (100 ნაბიჯი წუთში). ვიმეორებთ: ყოველდღიური. სხვაგვარად შედეგს ნუ ელით! შეგიძლიათ გამოიყენოთ სარბენი ბილიკიც. კარგია ველოსიპედით სეირნობა, ჩოგბურთის თამაში, თხილამურებით სრიალი, ცურვა. ეს უკანასკნელი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ცხიმის დასაწვავად, ოღონდ იმ პირობით, თუ 40 წუთის განმავლობაში იცურებთ და არ იმუსაიფებთ მეგობარ გოგონასთან. ოღონდ ცურვის შემდეგ მოშიებული იმაზე მეტს ნუ შეჭამთ, ვიდრე ეს-ესაა დაწვით.

რაციონალური კვების რეკომენდაციების შესრულებით შეგიძლიათ, ექვს თვეში ჯანმრთელობის დაუზიანებლად საწყისი წონის 10-15% (თვეში 4-5 კილოგრამი) დაიკლოთ, მერე კი დაახლოებით ექვსი თვით უნდა შეისვენოთ, რის შემდეგაც გადაწყდება, გჭირდებათ თუ არა უფრო მეტის დაკლება. თუ, მიუხედავად ძალისხმევისა, ექვსი თვის განმავლობაში თქვენს წონას კილოგრამიც კი არ მოაკლდა, აუცილებლად მიმართეთ ენდოკრინოლოგს.

სიმსუქნე დაავადებაა, რომელიც მთელი ცხოვრება გაგყვებათ და არასოდეს მოგცემთ მოდუნების უფლებას.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს