ვლადიმერ პუტინის ქალიშვილის ჰოლანდიიდან გაძევებას ითხოვენ

ვლადიმერ პუტინის ქალიშვილის ჰოლანდიიდან გაძევებას ითხოვენ

ვლადიმერ პუტინს 193 ჰოლანდიელი მოქალაქის სიკვდილში ადანაშაულებენ და ამის ფონზე აქტივისტებს შეუფერებლად მიაჩნიათ, რომ მისი ქალიშვილი ჰოლანდიაში ცხოვრობს.

"ამის გათვალისწინებით, მარია პუტინს, რომელიც ჰააგაში, გარეუბანში ცხოვრობს მეზობლებთან ურთიერთობა ნამდვილად დაძაბული უნდა ჰქონდეს", - წერს Daily Mail.

ცნობილია, რომ 28 წლის მარია ნიდერლანდებში ჰოლანდიელ პარტნიორთან, 34 წლის ჯორით ფასენთან ერთად წლებია ცხოვრობს. მარიას პარტნიორი რუსულ საკონსულტაციო ფირმაში საკვანძო თანამდებობაზე მუშაობს.

ანტი-პუტინის აქტივისტებმა გუშინ მსოფლიოს მაშტაბით "ტვიტერში" მარიას მისამართი დაწერეს და ჰოლანდიელებს მოუწოდეს, პროტესტი გამოეხატათ. მის სახლთან პროტესტის გამოხატვას უკრაინელებიც გეგმავენ.

"თუ პუტინის ქალიშვილის ნახვა გინდათ, აი, ესაა მისი მისამართი", "ჰოლანდიელებმა უნდა გამოხატონ თავიანთი გრძნობები #MH17-ზე. მოიკითხეთ მარია პუტინი (ფაასენი)" - მსგავსი პოსტები "ტვიტერზე" იდება.

ქალაქ ჰილვერსუმის მერმა პიტერ ბროერტჯესმა გუშინ რადიოინტერვიუში განაცხადა, რომ პუტინის ქალიშვილი ქვეყნიდან უნდა გააძევონ. მოგვიანებით კომენტარისთვის მოიბოდიშა. როგორც ამბობენ, მარია მეზობლებთან დისტანციას იცავს და მუდმივად დაცვის ქვეშაა. პუტინს ქალიშვილზე სრული პარანოია სჭირს: უსაფრთხოების თვალსაზრისით, შვილს უკრძალავს ფოტოების გადაღებას, რუსულ მედიას მარიას მოზრდილობისას გადაღებული ოფიციალური ფოტო არ აქვს და ამასთან, უნივერსიტეტში სხვადასხვა სახელით სწავლობდა. მას არც მეზობლები იცნობენ. არსებული ინფორმაციით, მარია ფასენზე 2009 წლის ზაფხულში გათხოვდა, მაგრამ ამის შესახებ ოფიციალური ჩანაწერი არ მოიპოვება.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს