როგორ იხსნა პატარა გოგონამ ძმა სიკვდილისგან, ანუ "საოცრება" დოლარად და 11 ცენტად!

როგორ იხსნა პატარა გოგონამ ძმა სიკვდილისგან, ანუ "საოცრება" დოლარად და 11 ცენტად!

ტესი – საყვარელი 9 წლის გოგონაა, თუმცა თავისი ასაკისთვის ძალიან სერიოზული და ჭკვიანი. ერთხელ მან შემთხვევით მოჰკრა ყური მშობლების საუბარს, რომელიც მის პატარა ძამიკოს, ტედს ეხებოდა.

გოგონამ იცოდა, რომ ძმა მძიმედ იყო ავად და რომ მშობლებს იმის საშუალება არ ჰქონდათ, ემკურნალათ შვილისთვის.

ტესიმ გაიგო, როგორ უიმედოდ უთხრა მამამ ატირებულ დედას: - "ახლა ტედის მხოლოდ საოცრება თუ გადაარჩენს".

მაშინ ტესიმ აირბინა თავის ოთახში და აიღო ჯემის შუშის ქილა, რომელშიც მისი დანაზოგი ინახებოდა, გადმოყარა იატაკზე მთელი ხურდა და გულდასმით დაიწყო დათვლა. შემდეგ უკან ჩაყარა ფული და აფთიაქში გაიქცა.

გოგონა ჩუმად ელოდა, როდის მიაქცევდნენ ყურადღებას, მაგრამ აფთიაქარი ვიღაც მამაკაცთან საუბრით ისე იყო გართული, რომ პატარა გოგონას ვერც კი ამჩნევდა. ტესიმ ხან ფეხების ფხაკური დაიწყო, რომ მიექცია აფთიაქარის ყურადღება, ხან ჩაახველა, მაგრამ ვერაფერს გახდა. ბოლოს გოგონამ ამოიღო ქილიდან ერთი მონეტა და მინის ზედაპირზე დააკაკუნა.

- რა გნებავთ? - იკითხა აფთიაქარმა გაღიზიანებული ხმით. – ვერ ხედავთ, რომ ვსაუბრობ ჩემს ძმასთან ჩიკაგოდან, რამდენიმე წელია არ მინახავს.

- კარგით, მაგრამ მე ჩემს ძმაზე მინდოდა მესაუბრა, - უპასუხა ტესიმ იმავე ტონით, როგორითაც მას აფთიაქარმა მიმართა. – იცით, ის ძალიან, ძალიან ავად არის... და მე მინდა ვიყიდო საოცრება.

- უკაცრავად, რა?

- ჩემს ძმას ტედი ჰქვია და მის თავში რაღაც ცუდი იზრდება. მამამ თქვა, რომ მხოლოდ საოცრებას შეუძლია, რომ გადაარჩინოს ტედი. ასე რომ, მითხარით, რა ღირს ეს საოცრება?

- გოგონა, ჩვენთან საოცრებები არ იყიდება. უკაცრავად, მაგრამ ვერაფრით დაგეხმარებით - უთხრა აფთიაქარმა.

- მისმინეთ, მე მაქვს ფული და შემიძლია გადაგიხადოთ. თუ საკმარისი არ იქნება, შემიძლია, კიდევ ვიშოვო. ოღონდ მითხარით, რა ღირს.

ამ დროს გოგონა იქვე მდგომმა კარგად ჩაცმულმა მამაკაცმა თავისკენ იხმო.

- რა სახის საოცრება სჭირდება შენს ძამიკოს? – ჰკითხა გოგონას აფთიაქარის ძმამ.

- არ ვიცი – მხრები აიჩეჩა ტესიმ, - მე მარტო ის ვიცი, რომ ის ძალიან ავად არის და დედა ამბობს, რომ მას ოპერაცია სჭირდება, მაგრამ მამიკოს არ აქვს ფული, რომ გადაიხადოს. ამიტომაც მე გადავწყვიტე ჩემი ფულის დახარჯვა.

- რამდენი გაქვს ფული? – ჰკითხა კაცმა ჩიკაგოდან.

- ერთი დოლარი და 11 ცენტი, - უპასუხა ტესიმ. – და ეს არის მთელი ჩემი ფული. თუ საჭირო იქნება, კიდევ შემიძლია ვიშოვო.

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს