3 წლის გოგონამ, რომელსაც უზარმაზარი თავი აქვს, ოპერაციის შემდეგ პირველად გაიღიმა (+7 ფოტო)

3 წლის გოგონამ, რომელსაც უზარმაზარი თავი აქვს, ოპერაციის შემდეგ პირველად გაიღიმა (+7 ფოტო)

3 წლის ინდოელ გოგონას, რუნა ბეგუმს ოპერაციის წყალობით თავის ზომა 37-დან 23 ინჩამდე შეუმცირდა.

ოპერაციის შემდეგ, მან პირველად გაიღიმა. ის შარშან ნიუ-დელიში მდებარე საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით გადაიყვანეს; გოგონა ჰიდროცეფალიის უკიდურესი ფორმით იტანჯება. ქირურგებმა რამდენიმე ოპერაცია ჩაატარეს, რათა მისი თავის ზომა შეემცირებინათ. თუმცა, ექიმებს რუნას გადარჩენის იმედი ნაკლებად ჰქონდათ და მშობლები გააფრთხილეს, რომ უბედურებისთვის მზად ყოფილიყვნენ. თუმცა, ამ კვირაში ექიმები გაოცებულნი დარჩნენ, როდესაც ნახეს, რომ რუნა არათუ ცოცხალია, არამედ ღიმილი და სიცილიც შეუძლია.

"ექიმები ამბობდნენ, რომ ვერ იცოცხლებდა, მაგრამ გადარჩა. ახლა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. რუნას თავის მოძრაობაც შეუძლია და სხვა ბავშვებთან ურთიერთობისას იღიმის", - ამბობს ბავშვის დედა, 23 წლის ფატიმა ხათუნი.

თავის წონის გამო, ბავშვი ჯერჯერობით ვერ დადის. თუმცა, ჭამს, სძინავს და მშობლებთან აქვს ურთიერთობა. მაისში გოგონას რამდენიმე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, ხოლო ივნისში თავიდან დიდი რაოდენობით სითხე ამოუღეს, შედეგად თავის ქალის ზომა საგრძნობლად დაპატარავდა. ბავშვმა 105 დღე საავადმყოფოში გაატარა. ექიმები მისთვის კიდევ რამდენიმე ოპერაციის გაკეთებას გეგმავენ.

ოჯახში მხოლოდ გოგონას მამაა დასაქმებული, რომელიც დღეში 2 გირვანქა სტერლინგს გამოიმუშავებს. გოგონას მშობლების თქმით, მეგობრებს არაერთხელ ურჩევიათ მათთვის, რომ რუნა ბავშვთა სახლში ჩაებარებინათ, მაგრამ შვილზე უარი არ თქვეს.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს