მსოფლიო სახლში მშობიარობის წესს უბრუნდება? - რისკები და უნიკალური კადრები

მსოფლიო სახლში მშობიარობის წესს უბრუნდება? - რისკები და უნიკალური კადრები

ბოლო დროს სულ უფრო პოპულარული ხდება სახლში მშობიარობა, ძველებურად, ბებიაქალებით. ამას საქართველოზე და გაჭირვებულ ოჯახებზე არ ვყვებით, ლაპარაკია საკმაოდ კარგ ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფ ქვეყნებსა და ასეთივე ოჯახებზე. ამერიკაში, ინგლისში, საფრანგეთში, რუსეთში უკვე ასობით შემთხვევაა, როცა ქალები საკუთარი სურვილით ირჩევენ შინ მშობიარობას. და აქ არ იგულისხმება შემთხვევითი მშობიარობები, ლაპარაკია სწორედ დაგეგმილ მშობიარობაზე.

ძირითადი მიზეზი თურმე არის ქალების სურვილი, შინაურ გარემოში დარჩნენ და ნაკლებად ეკონტაქტონ უცხოებს. არადა, ექიმები აქტიურად აფრთხილებენ, რომ შინ მშობიარობისას ოთხჯერ მეტია ბავშვთა სიკვდილიანობის რისკი, ვიდრე სპეციალურ დაწესებულებაში მშობიარობისას. ძირითადი საფრთხე ის არის, რომ შინ მშობიარობისას არ არსებობს ინტენსიური თერაპიისადმი წვდომა, რომელიც აუცილებელი ხდება ხოლმე მოულოდნელი გართულებებისას. მკვდრადშობილი, გაგუდული ბავშვების ამ ქვეყნისკენ მობრუნების შანსიც სამშობიაროში მეტია, ვიდრე შინ მშობიარობისას.

ბოლო წლებში დიდ ბრიტანეთში კანონითაც ნებადართული გახადეს შინ მშობიარობა, თუ არ არის რაიმე გართულება. ინგლისელმა ექიმებმა, გინეკოლოგებმა და ბებიაქალებმა დაადგინეს, რომ თუ ორსულობის დროს არ არის რაიმე გართულება და არ არსებობს საფრთხე, სავსებით საკმარისია მხოლოდ ბებიაქალის ჩარევა და შინ დარჩენა. ამჟამად ინგლისსა და უელსში მშობიარობების დაახლოებით 2 პროცენტი სწორედ სახლის პირობებში ხდება.

იხილეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს