სკამზე დიდხანს ჯდომა გვკლავს

სკამზე დიდხანს ჯდომა გვკლავს

სკამზე კომფორტულად სხედხართ? - მაშინ ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ სიარულის სურვილი გაგიორმაგდებათ.

ყველამ ვიცით, რომ მჯდომარე სამსახური, ან ტელევიზორის წინ კოტრიალი ჯანმრთელობისთვის საშიშია, მაგრამ ის დაავადებები, რაც სკამთან "მეგობრობას" თან ახლავს, მომაკვდინებელია. ნაშრომი, სადაც სხვადასხვა ექიმის დასკვნები, თუ რჩევებია წარმოდგენილი, იმ საშიშროებაზე მოგვითხრობს, რაც დიდხანს ჯდომას თან ახლავს.

Mayo Clinic-ის მეცნიერებმა ხანგრძლივი დაკვირვების შემდეგ განაცხადეს, რომ დღის განმავლობაში დიდი ხნით ჯდომა დიაბეტს იწვევს; განსაკუთრებით, თუ ჭამის შემდეგ რამდენიმე წუთით არ იმოძრავებთ და პირდაპირ სკამს მიაშურებთ. ამერიკელი ფსიქოლოგი მარკ ჰამილტონი კი ამტკიცებს, რომ ჯდომისას მხოლოდ სხეული არ დუნდება, დღის განმავლობაში დიდხანს მჯდომა სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემების მიზეზი შეიძლება გახდეს. მარკის თქმით, ადამიანები, რომლებიც მთელი დღე სხედან, მიდრეკილნი არიან ტრიგლიცერიდების მაღალი დონის გამომუშავებასთან, ის კი ერთ-ერთი კომპონენტია "ცუდი" ქოლესტერინის. შედეგად, ვითარდება გულის დაავადებები. ოფისში დასაქმებული ადამიანების სხეული მოდუნებულია, ხშირად იმატებენ წონაში და თუ ფეხით დიდხანს მოუწიათ სიარული, ქოშინი უტყდებათ, ან გული უჩქარდებათ.

ბრიტანელი მეცნიერები ამბობენ, რომ დიდხანს ჯდომის შედეგად კუნთის უჯრედებში რიგი ცვლილებები მიმდინარეობს. შვედმა მეცნიერებმა დასკვნა წარმოადგინეს, სადაც ნათქვამია, რომ რაც უფრო დიდხანს ვსხედვართ, მით მეტად მატულობს ინფარქტის რისკი.

მეცნიერები სთხოვენ ადამიანებს, სკამებს მოშორდნენ და რაც შეიძლება მეტი იმოძრაონ, რადგანაც წინააღმდეგ შემთხვევაში, ისეთი დაავადებების გაჩენის საშიშროებაა, როგორიცაა: მკერდის კიბო, პროსტატა, დეპრესია, ზურგის ტკივილი, სიმსუქნე, მომატებული სისხლის წნევა. დიდხანს ჯდომის შედეგად ადამიანებს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხალისი ეკარგებათ, ან აქტივობას იმდენად არიან გადაჩვეულნი, რომ მუდმივ დაღლილობას გრძნობენ.

თანამედროვე ეპოქაში ინტერნეტი და კომპიუტერი იმდენად მძლავრადაა შემოჭრილი, რომ ძირითადი სამუშაო მაინც მჯდომარეა. თუ სპორტსმენი არ ხართ, ან მოცეკვავე, მაშინ საშუალოდ თქვენი დღის რეჟიმი ასეთი იქნება: დღეში 13 საათი - ჯდომა, 8 საათი - ძილი და მოძრაობისთვის მხოლოდ 3 საათი.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს