53 წლის დიეგო მარადონას შვილისხელა გოგოსთან აქვს რომანი? (+6 ფოტო)

53 წლის დიეგო მარადონას შვილისხელა გოგოსთან აქვს რომანი? (+6 ფოტო)

53 წლის დიეგო მარადონას ახალი გატაცება 25 წლის სტუდენტია.

როგორც არგენტინული პრესა წერს, ვარსკვლავის გული ევა ამოდეომ დაიპყრო, რომელიც ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლობს. მათ ერთმანეთი ბუენოს-აირესში, ღამის კლუბში გაიცნეს. თვითმხილველებმა ღამის კლუბში ევა და დიეგო ზედმეტად "ახლოს და მეგობრულ" გარემოში შენიშნეს.

25 წლის სექსუალურმა ქერა სტუდენტმა სოციალურ ქსელში დიეგოსთან ერთად გადაღებული ფოტოც კი ატვირთა, რამაც ჭორის ნაპერწკლები უფრო გააღვივა. ჟურნალისტები ევას მშვიდად ცხოვრების საშუალებას აღარ აძლევენ და ფეხბურთელზე ეკითხებიან. როგორც მან განაცხადა, "მარადონა ნამდვილი გენიოსია, მაგრამ არ გააბამდა რომანს ადამიანთან, რომელიც მამამისის ასაკისაა". ევას თქმით, ის და მარადონა "მხოლოდ მეგობრები არიან".

ჟურნალისტებს მარადონას პირადი ცხოვრება კარიერაზე არანაკლებ აინტერესებთ. ფეხბურთელის ყოფილი საყვარლების სია ვრცელია. 1984 წელს ის კლაუდია ვილაფანეზე დაქორწინდა. წყვილს 2 ქალიშვილი - დალმა და ჯიანინა ჰყავს. მარადონა ავტობიოგრაფიულ წიგნში აღიარებს, რომ ცოლის ერთგული არასდროს ყოფილა, მაგრამ მას ცხოვრების მთავარ სიყვარულს უწოდებს. კლაუდია და დიეგო 2004 წელს განქორწინდნენ. განქორწინების პროცედურის პარალელურად დიეგომ თავი კიდევ ერთხელ "გამოიჩინა" - პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის მამად ეკუთვნის ნეაპოლში 1986 წელს დაბადებულ დიეგო სინაგრას. ისინი ერთმანეთს პირველად 2003 წელს შეხვდნენ. სინეგრამ მამის პროფესია აირჩია და ფეხბურთელი გახდა. შარშან კი მარადონა მეოთხე შვილის მამა გახდა. დიეგოსა და მის საყვარელს, ვიქტორია ოჯედას, ვაჟი, დიეგო ფერნანდო შეეძინათ.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს