5 რჩევა, რომელიც საწოლში დიდებულ პარტნიორად გაქცევთ

5 რჩევა, რომელიც საწოლში დიდებულ პარტნიორად გაქცევთ

1. არასოდეს განსაჯოთ

იქნება ეს პარტნიორის ფანტაზია, თუ საკუთარი სურვილის გამომჟღავნება, არ აქვს მნიშვნელობა, არასოდეს ჩათვალოთ უხამსობად და არ განასჯოთ არც საკუთარი თავი და არც პარტნიორი. ასე საკუთარ სურვილებსაც კარგად ჩაწვდებით და პარტნიორსაც დააკმაყოფილებთ.

2. სექსზე ძალიან ხშირად იფიქრეთ

არ ვგულისხმობთ მაშინ, როდესაც უსაქმოდ ხართ. სექსს ძლიერი გონებრივი კომპონენტი გააჩნია, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ, რა დროს ახდენს თქვენი გონება ეროტიზაციას და დააკვირდით, რას თვლით ირგვლივ მიმზიდველად.

3. პარტნიორის სურვილის თქვენსაზე წინ დაყენება უნდა შეგეძლოთ

არ ვამბობთ, რომ ყოველთვის პარტნიორის სურვილი ამჯობინოთ საკუთარს, მაგრამ ძალიან კარგია, როდესაც ფოკუსირებას მის სიამოვნებაზე ახდენთ. ასეთი კეთილშობილური მიდგომა შეუმჩნეველი არ დარჩება თქვენი პარტნიორის მხრიდან.

4. შეგიძლიათ საკუთარ საქციელზე გაცინება

მას, ვინც საწოლში საქმის ოსტატია, აუცილებლად შეუძლია მხიარულების და იუმორის ნებისმიერ სიტუაციაში დანახვა. შეიძლება არ გახსოვდეს საკუთარი საუკეთესო სექსუალური აქტი, მაგრამ აუცილებლად დაგამახსოვრდება, როგორ გადმოვარდი საწოლიდან, როდესაც იმდენად იყავი გართული, რომ ვერ შეამჩნიე საწოლის უკიდურეს ნაპირზე ყოფნა. უცნაური პოზები და კვნესა ჩვეულებრივი რამაა და ამაში მხოლოდ კარგი მხარე უნდა დაინახოთ.

5. იყავით სპონტანური

კვლევები ცხადყოფს, რომ ქალებსაც და მამაკაცებსაც სექსის დროს მოულოდნელობები მოსწონთ. გააცოცხლეთ ფანტაზია და შესთავაზეთ პარტნიორს ისეთი რამ, რისი მოლოდინიც არ აქვს.

მომზადებულია womenshealthmag.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს