საკვები, რომელიც თქვენს კანს იდეალურს გახდის

საკვები, რომელიც თქვენს კანს იდეალურს გახდის

 

ყავა და ჩაი

ყოველდღე თითო ჭიქა ყავის მიღება საგრძნობლად ამცირებს კანის სიმსივნის ჩამოყალიბების რისკს. თუ უფრო მეტს სვამთ (დღეში 5 ჭიქას), მით უფრო ნაკლებია რისკი. კოფეინი კლავს სიმსივნურ და დაზიანებულ კანის ქსოვილებს, რადგან ბლოკავს პროტეინს, რაც საჭიროა სიმსივნური წარმონაქმნისთვის, რომ გამრავლდეს.

მწვანე ბოსნტეული

ისპანახი და სხვა მწვანე, ფოთლოვანი ბოსტნეული შეიცავს დიდი ოდენობით ა ვიტამინს, რითაც ეხმარება კანს ბევრი ახალი ქსოვილის წარმოებაში და ძველი ქსოვილების მოშორებაში. აგრეთვე ამცირებს სიმშრალეს და სახის კანს ხდის ახალგაზრდულს და ნათელს.

ვიტამინი დ

დ ვიტამინი ბუნებრივად არ მოიპოვება არცერთ საკვებში, მაგრამ აუცილებელია ჯანმრთელი კანისთვის, განსკუთრებით ასაკის მატებასთან ერთად. ხალხი ძირითადად ამ ვიტამინს მზის სხივებისგან იღებს, მაგრამ თუ ნაკლებ მზიან ადგილას ცხოვრობთ ან დროის უმეტეს ნაწილს შენობაში ატერებთ, მაშინ რაიმე დიეტის სახით უნდა მიიღოთ დ ვიტამინი. კანის დაბერების პროცესს ეს ვიტამინი ყველაზე მეტად აფერხებს.

მზესუმზირა

მზესუმზირა სავსეა ე ვიტამინით, რომელიც ავსებს თქვენს კანს და იცავს მის შრეებს მზისგან. ამიტომ დღეში ერთი მუჭის მირთმევა რეკომენდირებულია. ასევე მზესუმზირის ზეთი კანის დამსკდარ ადგილებს, მათ შორის ტუჩებს ეხმარება მარტივად შეხორცებაში.

ბროწეული

დერმატოლოგები ამბობენ, რომ ბროწეული სავსეა პოლიფელონის ანტიოქსიდანტით. ის არეგულირებს სისხლის მიმოქცევას და კანს აძლევს ვარდისფერ ფერს. ერთი ბროწეული ან რამდენიმე ჭიქა მისი წვენი დღიურად, დაეხმარება თქვენს კანს და მიანიჭებს ჯანმრთელ ელფერს.

მომზადებულია lifespan.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს