ინდოელ ბავშვს 232 კბილი ამოუღეს

ინდოელ ბავშვს 232 კბილი ამოუღეს

ინდოელმა სპეციალისტებმა უნიკალური ოპერაცია ჩაატარეს - მათ 17 წლის მოზარდს ზედმეტი 232 კბილი ამოუღეს. ამის შესახებ ინფორმაციას The Times of India ავრცელებს.

ოპერაცია თითქმის 7 საათს გრძელდებოდა და მედიკოსები მიიჩნევენ, რომ შემთხვევა გინესის რეკორდებში მოხვედრის ღირსია.

17 წლის აშიკ გავაიმ საავადმყოფოს კბილის ტკივილის ჩივილით მიაკითხა. მას შემდეგ რაც მისი სოფლის ექიმებმა ვერ დაადგინეს ტკივილის გამომწვევი მიზეზები, მშობლებმა ბიჭი მუმბაიში ჩაიყვანეს.

ადგილობრივმა ქირურგებმა მოზარდს განვითარების ნაკლი დაუდგინეს, რომელიც მედიცინაში ცნობილია რთული კომპლექსური ოდონტომის სახელით. ეს ერთგვარი კეთილთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც შედგება  სრულფასოვანი ან განუვითარებელი კბილებისგან.

ბიჭს 7 საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმები ამბობენ, რომ ამოღებული კბილების რაოდენობა 232-ზე ნაკლები არ იქნებოდა.

აღსანიშნავია, რომ ბიჭი უკბილოდ არ დარჩენილა. ამჟამად მას 28 კბილი აქვს.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს