5 საკვები, რომელიც დეპრესიას დაგაძლევინებთ

5 საკვები, რომელიც დეპრესიას დაგაძლევინებთ

ისპანახი

ისპანახი მრავალმხრივი ბოსტნეულია, რომელიც უამრავ ვიტამინს შეიცავს, მაგრამ თუ იცოდით, რომ ისპანახი განწყობაზეც მშვენივრად მოქმედებს? რკინის მაღალი შემცველობის გარდა, ისპანახი სავსეა ფოლიუმით, რაც იწვევს ბედნიერების შეგრძნებას. ფოლიუმი აგრეთვე სისხლის უჯრედებსა და იმუნურ სისტემას იცავს.

ინდაური

ინდაური შეიცავს ბევრ ტრიპტოფანს, რომელიც იწვევს სიმშვიდის შეგრძნებას. მაგრამ გაითვალისწინეთ, ჭარბი რაოდენობით ტრიპტოფანი საზიანოა და ასეთ დროს აუცილებელია ნახშირწყლებით მისი დაბალანსება.

ბანანი

როდესაც თავს მოწყენილად იგრძნობთ, მიირთვით იმდენი ბანანი, რამდენსაც შეძლებთ. ბანანი აგავსებთ ენერგიით, ეხმარება უჯრედებს აღდგენაში და არეგულირებს ნერვულ სისტემას. თუ გაბრაზებული ხართ, გაღიზიანებული, დეპრესიაში ან სტრესის ქვეშ, ე.ი. ბე ვიტამინის ნაკლებობას განიცდით, ამიტომ შეიძინეთ ბანანი, ეს ხილი საუკეთესო საბადოა ბე ვიტამინის დღიური დოზის მისაღებად.

ხამანწკები

ზოგ საკვებს შეუძლია გლანდებიდან ისეთი ჰორმონების გამოყოფა, რომელიც თქვენს გონებრივ და ფიზიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. ხამანწკებში ბევრია იოდი, თუთია, სელინიუმი. ეს ელემენტები ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებას უწყობს ხელს. ის იწვევს ბედნიერების ჰორმონის სტიმულირებას და ხელს უწყობს წონის ოპტიმიზაციას.

ყველი

მთავარია ზომიერად მიიღოთ ყველი. ის ისეთი პროდუქტია, რაც უფრო მეტს ჭამ, უფრო მეტი გინდება. ყველს შეუძლია გაგხადოთ ბედნიერი, თუ სწორი რაოდენობით მიიღებთ. დეპრესიის დასათრგუნად მთავარი ქიმიური ელემენტი ცინკია, რომელიც უხვადაა ყველში. ჩვენი სხეული საჭირო რაოდენობით ცინკს თავად ვერ გამოიმუშავებს, ამიტომ ყველი ბრწყინვალე საბადოა. ის აუმჯობესებს თმის და კანის ტექსტურას და ეხმარება უჯრედებს აღდგენაში.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს