10 ნიშანი, რომ დედამთილი ჭკუიდან შეგშლით

10 ნიშანი, რომ დედამთილი ჭკუიდან შეგშლით

ზოგიერთი გოგონასთვის სიტყვა "დედამთილიც" კი საკმარისია იმისთვის, რომ გათხოვებაზე უარი თქვას. სამწუხაროდ, დედამთილები, რომელთაც რძლებთან კარგი ურთიერთობა აქვთ, იშვიათად თუ შეგვხვდება.

სახლში 2 დიასახლისი როგორც წესი, კონფლიქტის გარანტიაა. მამაკაცები გაოცებას ვერ მალავენ, როდესაც იგებენ, რომ მათთვის საყვარელი ორი ქალი შესაძლოა, ლარნაკის ფერის გამო ჩხუბობდეს. რატომ მოიაზრებიან რძალ-დედამთილი ერთმანეთის მტრებად, ან კონკურენტებად, ამოუხსნელი ფენომენია. ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ეს ერთგვარი ქალური მეტოქეობა და შვილის "დაკარგვის" შიშია.

თუ ჯერ კიდევ შეყვარებული ხართ და ამჩნევთ, რომ სადედამთილო ყველა გზით ცდილობს, შეყვარებულთან წაგაჩხუბოთ, ან სახლში საერთოდ არ გეპატიჟებათ, გამოდის, რომ არ გწყალობთ. თუ ფიქრობთ, რომ გათხოვების შემდეგ ყველაფერი შეიცვლება და დედამთილს გული მოულბება, ცდებით. 10 ნიშანი იმისა, რომ დედამთილი ცხოვრებას გაგიმწარებთ:

1. დედამთილი უგრძნობია და დადგენილ საზღვრებს პატივს არ სცემს

2. დედამთილი ვაჟის ემოციებსა და და ცხოვრების სტილზე ზედმეტადაა დამოკიდებული

3. თქვენი პარტნიორი დედამისის მოთხოვნებს/სურვილებს თქვენსაზე წინ აყენებს

4. პარტნიორი დედას ყოველ წუთს ესაუბრება და ნებისმიერ წვრილმანს მასთან აგვარებს - ყველაფერს გადადებს, ოღონდ მის ზარს უპასუხოს

5. პარტნიორი დედამისის რჩევებსა, თუ იდეებს თავზე გახვევთ. ფიქრობს, რომ მისი აზრი უფრო ფასეულია

6. ყოველ წაკინკლავებაზე დედასთან გარბის

7. დედამთილი სრულიად უმიზეზოდ თავს გესხმით და გაკრიტიკებთ 

8. ვაჟს ისე ეპყრობა, თითქოს ისევ ბავშვი იყოს

9. ოჯახურ შეხვედრებზე, ვახშამზე, სადაც ნათესავები იკრიბებიან, ან დღესასწაულებზე დედამთილი იგნორირებას გიკეთებთ და ისე იქცევა, თითქოს მაგიდასთან არც კი ხართ

10. სადედამთილო აქტიურ კამპანიაშია ჩართული, რომელიც თქვენი რომანისა და მოახლოვებული ქორწინების ჩაშლას გულისხმობს

მომზადებულია drphil.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს