რა მოსდით მოულოდნელად გამდიდრებულ ადამიანებს?

რა მოსდით მოულოდნელად გამდიდრებულ ადამიანებს?

რა მოსდით ადამიანებს, რომლებიც მოულოდნელად მდიდრდებიან და რომელთაც გამდიდრების ოცნება რეალობად ექცევათ? აღნიშნულ თემაზე სტატიას BBC აქვეყნებს. მოაქვს კი ადამიანებისთვის ბედნიერება მოულოდნელად გამდიდრებას?

ჭეშმარიტი ბუნება

ფული ადამიანის ცხოვრების სტილს ცვლის - ზოგჯერ დადებითი, ზოგჯერ უარყოფითი მიმართულებით.

კეროლ ფაილო აკვირდებოდა, როგორ გამდიდრდნენ მისი ღარიბი მშობლები - მოკრძალებული საბეჭდი კომპანიის საქმეები მოულოდნელად წინ წავიდა. მაგრამ, პირველივე სერიოზული შემოსავლის გაჩენის შემდეგ მშობლებს ფულის წყურვილი გაუჩნდათ.

"დედა ფულზე დამოკიდებული გახდა - ის გამუდმებით განიცდიდა თანხის ნაკლებობას. დროთა განმავლობაში ოჯახში ურთიერთობა დაინგრა. ყველაფერ აქედან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ კარგია, როცა საკმარისი ფული გაქვს ნორმალური ცხოვრებისთვის, ხოლო სიმდიდრე ამად არ ღირს"- ამბობს კეროლი.

კეროლის აზრს იზიარებს მურატ მორისონი. მან თავისი ტვირთების გადამზიდი კომპანია 1990 იან წლებში გაყიდა და აქედან ცხოვრებისეული გაკვეთილიც მიიღო. "ფულით შესაძლებელია კომფორტის ყიდვა, მაგრამ კომფორტი არ არის ბედნიერება და კმაყოფილება. რამდენიმე წელი სიცარიელეს ვგრძნობდი. კომფორტში ცხოვრება ცუდი არ არის, მაგრამ უკეთესია ბედნიერი იყო".

სიმდიდრე ადამიანის ნამდვილ ბუნებას აჩვენებს, ამბობს პოლ ბუკჰაიტი - "როგორც წესი, სიმდიდრე ადამიანის ხასიათის ძირითად შტრიხებს ააშკარავებს. თუკი შენ გარეწარი ხარ, სიმდიდრე შენ კიდევ უფრო დიდ გარეწრად გაქცევს. მაგრამ, თუკი შენ ცხოვრების მიზანი და აზრი გაქვს, მაშინ ფულმა შესაძლოა იმის თავისუფლება მოგცეს აკეთო ის, რაც შენთვის მართლა მნიშვნელოვანია".

მდიდრებიც ტირიან

სიმდიდრის უარყოფითმა ასპექტებმა შესაძლოა დადებითები გადაწონოს - "როდესაც ადამიანებს ასეთი რამ ესმით, ისინი ფიქრობენ - ნეტავ შენი პრობლემები მომცა. უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მდიდრები ნირვანაში ცხოვრობენ... რეალურად შენ რჩები იგივე ადამიანად, მაგრამ იცვლება სხვების დამოკიდებულება შენდამი"- ამბობს გამოცემასთან ინტერვიუში ანონიმური რესპონდენტი.

იხილეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს