5 მცდარი ისტორიული ფაქტი, რომელიც ყველას სიმართლე გონია

5 მცდარი ისტორიული ფაქტი, რომელიც ყველას სიმართლე გონია

აინშტაინი სტუდენტობისას მათემატიკაში ჩაიჭრა

ეს ალბათ, ყველაზე ინსპირაციული ისტორიაა ყველა ბავშვისთვის, ვინც დაბალ ნიშნებს იღებს. თუმცა სულაც არ შეეფერება სიმართლეს. კი, ალბერტ აინშტაინი დიდი სიბეჯითით არ გამოირჩეოდა და არც საუკეთესო ნიშნები ყავდა. მაგრამ არა იმიტომ, რომ მათემატიკაში ვერ ერკვეოდა. მათემატიკის გამოცდა მან წარმატებით ჩააბარა, ჩაიჭრა ბოტანიკაში, ზოოლოგიაში და ენობრივ მოთხოვნილებაში. პატარა ალბერტი უბრალოდ, ძალიან თავმობეზრებული იყო ყველა საგნით, გარდა მათემატიკისა.

ვან გოგმა საკუთარი ყური მოიჭრა

მე-19 საუკუნის გამორჩეული მხატვარი ვინსენტ ვან გოგი ცნობილია, რომ მთლად ჭკუადამჯდარი არ იყო. სიბრაზის შეტევისას მან საკუთარი მარცხენა ყური ბასრი სამართებლით მოიჭრა და სისხლიანი საჩუქარი ფრანგ მეძავს გაუგზავნა. მაგრამ რამდენად შეესაბამება ეს ჰიპოთეზა სიმართლეს? 2009 წელს გერმანელმა ხელოვნების ისტორიკოსებმა დაანგრიეს ეს მითი თავიანთ წიგნში - ”დუმილის აღთქმა”, სადაც წერენ, რომ ვან გოგს ახლო მეგობარმა და მეტოქემ პოლ გოგენმა მოაჭრა ყური. 1888 წელს გოგენს და ვან გოგს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც ყურის გარეშე დარჩა ვინსენტი. ორივე მხატვარმა ფიცი დადო, რომ ამ საიდუმლოს არ გათქვამდნენ, ამასთან გოგენმა მოიგონა მეძავის ისტორია, რომ ვან გოგი უფრო შეშლილი წარმოჩენილიყო.

ვან გოგი ნამდვილად განიცდიდა პერიოდულ სიბრაზის შეტევებს და იტანჯებოდა ძლიერი დეპრესიით, მისი გარდაცვალებიდან ერთი საუკუნის შემდეგ ამერიკელმა მიკრობიოლოგმა დაადგინა, რომ ვან გოგს მეტაბოლური გაღიზიანება ქონდა და არა ნევროლოგიური.

ნაპოლეონი ძალიან დაბალი იყო

პირველი, რაც ნაპოლეონის შესახებ ადამიანს გონებაში მოსდის, არის ცნობა, რომ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ძლევამოსილი ფიგურა ისტორიაში, ზედმეტად დაბალი იყო. დღეს ტერმინიც კი არსებობს ადამიანებისთვის, რომლებსაც საკუთარი სიმაღლე ეთაკილებათ - "ნაპოლეონის კომპლექსი”. მრავალი წლის განმავლობაში ისტორიულ წიგნებში ნაპოლეონის სიმაღლე 1 მეტრი და 60 სანტიმეტრი სახელდებოდა, მაგრამ ეს ხდებოდა იმის გამო, რომ ფრანგული ”ფუტი” და ინგლისური ”ფუტი” დიდი ხანი ერთი და იგივე ეგონათ.

მას შემდეგ, რაც ზუსტად იქნა გაანგარიშებული სიგრძის საზომი ერთეული, დადგინდა, რომ ნაპოლეონი 1 მეტრი და 70 სანტიმეტრი სიმაღლის ყოფილა. რა თქმა უნდა, ეს მას საკალათბურთო გუნდში მოხვედრისთვის ვერ გამოადგებოდა, მაგრამ გამოდის, რომ ნაპოლეონი 5 სანტიმეტრით მაღალი ყოფილა საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზიზე და ერთი თავით მაღალი რუსეთის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევზე.

ნიუტონმა მიზიდულობის კანონი თავში ვაშლის დაცემის შემდეგ გამოიგონა

1666 წელს კემბრიჯის უნივერსიტეტი შავი ჭირის გამო დაიხურა, ისააკ ნიუტონმა შვებულება აიღო და თავის სახლში, ლინკოლნშირში გაემგზავრა. ნიუტონის პირველი ბიოგრაფი უილიამ სტაკლი წერს, რომ როდესაც ისინი ჩაის მიირთმევდნენ ვაშლის ხის ქვეშ, ნიუტონმა აღნიშნა, რომ ზუსტად ასეთ ადგილას მოუვიდა 60 წლის წინ მიზიდულობის კანონის იდეა თავში. სინამდვილეში არანაირი ვაშლი თავში მას არ დაცემია, ეს ისტორია დროთა განმავლობაში შელამაზებული გადაეცა თაობიდან-თაობებს.

ვიკინგები რქიან ჩაფხუტებს ატარებდნენ

ძნელია იმის თქმა, პირველად ვინ დაიწყო ამ არასწორი ინტერპრეტაციით ისტორიის მოყოლა. მაგრამ მთავარი "დამნაშავის" ვინაობა ცნობილია: პროფესორი კარლ ემილ დოპლერი, კოსტუმების მხატვარი რიხარდ ვაგნერის ეპიკური ოპერის "ნიბელუნგების ბეჭდების" სულ პირველი წარმოდგენა. დე-ფაქტო ვიკინგების ჩაფხუტებზე მან რქები მიამაგრა.

როგორ გამოიყურებოდა ვიკინგების ჩაფხუტები სინამდვილეში? ამაზე დაზუსტებით პაუხი არ არსებობს. არქეოლოგებს მხოლოდ ერთი ჩაფხუტი აქვთ არმოჩენილი, მომრგვალებული რკინის თავსაბურავი, ცხვირის დასაცავი აბჯრით, მაგრამ არანაირი რქების ნაკვალევი მასზე არ არმოუჩენიათ. როგორც ჩანს, კარლ დოპლერმა შთაგონება ვიკინგებამდე პერიოდის სამხრეთ ევროპული ჩაფხუტებიდან აიღო, როდესაც რქებს რელიგიური რიტუალებისას უმაგრებდნენ თავსაბურავებს.

მომზადებულია howstuffworks.com-ს მიხედვით

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ