მღვდელს საკუთარ ეკლესიაში გადაღებული პორნოფილმი აჩუქეს

მღვდელს საკუთარ ეკლესიაში გადაღებული პორნოფილმი აჩუქეს

ავსტრალიაში, ჰერშიგის საეკლესიო კომუნაში, როგორც მღვდელი იუწყება, წირვის შემდეგ მასთან მრევლიდან ერთ-ერთი პირი მივიდა და გადასცა დისკი, რომელზეც ვიდეო იყო ჩაწერილი. როდესაც მღვდელმა ვიდეო ჩართო, აღმოაჩინა, რომ ის, რაც მას გადასცეს პორნოგრაფიული ფილმი იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც ყურება განაგრძო, რათა გაერკვია, რას ემსახურებოდა ეს უცნაური საჩუქარი, მალევე აღმოაჩინა, რომ დეკორაციები ძალიან ნაცნობად გამოიყურებოდა.

რამდენიმე წამის შემდეგ, მღვდელი სკამიდან წამოხტა, რადგან მიხვდა, რომ პორნოგრაფიული ფილმი მის ეკლესიაში იყო გადაღებული. მან ვიდეო კიდევ ერთხელ ნახა და საბოლოოდ დარწმუნდა, რომ გადასაღები მოედანი ეკლესიაში იყო გამართული.

მღვდელი დაუყოვნებლივ გაეშურა პოლიციაში. მას შემდეგ, რაც სამართალდამცავებმა ეკლესიის და პორნოფილმის დეკორაციები შეადარეს, მათ მოუხდათ იმის აღიარება, რომ მღვდელი მართალი იყო.

პოლიცია გამოძიებას აწარმოებს, რომ გაარკვიოს, როგორ შეძლეს მსახიობებმა და გადამღებმა ჯგუფმა შეუმჩნევლად ეკლესიაში შესვლა და იქ ფილმის გადაღება.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს