შიშველი ქალი რუსეთში ავტომობილებს შორის დარბის

შიშველი ქალი რუსეთში ავტომობილებს შორის დარბის

იულია ვოროკოვა გზაზე, სადაც ავტომობილები დაჰქრიან, შიშველი დარბოდა. ქალს მხოლოდ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა და ავტომობილებს შორის უშიშრად მოძრაობდა.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, სრულიად მოულოდნელად ავტომობილიდან შიშველი ქალი გადმოხტა და პირდაპირ შუა გზაზე დაიწყო სირბილი. ინციდენტი რუსეთში, ბაშკირეთის დედაქალაქ უფაში მოხდა. საბოლოოდ, იულია საავადმყოფოში გადაიყვანეს, რათა მისთვის ნარკოტიკებსა, თუ ალკოჰოლზე ტესტი ჩაეტარებინათ. არსებული ინფორმაციით, ქალს უმნიშვნელო ჩალურჯებები აღენიშნება, რადგანაც გაქცევის დროს ავტომობილი დაეჯახა. იულიას გზაზე გადაადგილების ამსახველი ვიდეო ჯერ სოციალურ ქსელში გავრცელდა, შემდეგ კი რუსულმა ტელევიზიებმაც აჩვენეს.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც რუსეთის ქუჩებში შიშველი ქალები დარბიან. რამდენიმე კვირის წინაც ”გამოიჩინა თავი” ქერა ახალგაზრდა ქალმა, რომელმაც ნამდვილი სტრიპტიზი მოაწყო. რუსეთის საგზაო ინსპექციის თანამშრომლები ავტომობილის საჯარიმო სადგომზე გადაყვანას ცდილობდნენ, როდესაც მისმა ნახევრადშიშველმა პატრონმა ევაკუატორზე ცეკვა დაიწყო. გოგონა მთელი სხეულით იგრიხებოდა და ამ საქციელით საკუთარი ავტომობილის საჯარიმოზე გადაყვანის თავიდან აცილება სურდა, თუმცა მისი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.

მომზადებულია mirror.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს