უნდა ატაროს თუ არა ქალმა ბუსჰალტერი

უნდა ატაროს თუ არა ქალმა ბუსჰალტერი

ახალი კვლევის თანახმად, ქალები, რომლებიც ბუსჰალტერს არ ატარებენ, სწორად იქცევიან.

საფრანგეთში ჩატარებული 15 წლიანი კვლევის შედეგად, ბუსჰალტერს არანაირი სარგებელი არ მოაქვს ქალისთვის, პირიქით, დროთა განმავლობაში, ის ზიანის მომტანი ხდება.

”ანატომიურად, მკერდი გრავიტაციის უქონლობის გამო ზიანდება”, - განაცხადა ფრანგმა პროფესორმა ჟან დენი რუილონმა.

რუილონმა 300-ზე მეტი ქალის მკერდი გამოიკვლია, 18-დან 35 წლამდე ასაკის ფარგლებში. მან აღმოაჩინა, რომ ქალები, რომლებიც ბუსჰალტერს არ ატარებდნენ, ბუნებრივად ავითარებდნენ კუნთოვან მასას და მკერდი დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებდა სიმკვრივეს.

კვლევის მონაწილე 28 წლის კაპუცინ ვერსელოტიმ აღმოაჩინა, რომ ლიფის გარეშე გაცილებით უადვილდებოდა სუნთქვა.

მიუხედავად ამ აღმოჩენისა, რუილონი ამბობს, რომ ყველა ქალისთვის რჩევა, რომ ბუსჰალტერები გადაყარონ, არასწორია - კვლევა მხოლოდ კონკრეტული ასაკის სეგმენტზე ვრცელდებოდა და ზოგადი დასკვნის გაკეთება შეუძლებელია.

მომზადებულია huffingtonpost.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს