"მე ეს გზა უნდა გამევლო, გავდივარ კიდეც"... - გიგი უგულავას ემოციური წერილი შვილებს

"მე ეს გზა უნდა გამევლო, გავდივარ კიდეც"... - გიგი უგულავას ემოციური წერილი შვილებს

გადაცემა "ნანუკას შოუ" მთლიანად თბილისის ყოფილ მერს, გიგი უგულავას მიეძღვნა. გადაცემაში გამოქვეყნდა უგულავას წერილი შვილებს, რომელმაც ინტერნეტმომხმარებელთა შორის არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.

გთვაზობთ ამონარიდს წერილიდან:

"ტასიკუნა და თინა, კოკო, ლევანიკო და ალექსანდრე, ჩემზე არ იდარდოთ, მართლა ნორმალურად ვარ. ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა არჩევანს აკეთებს და მე ეს არჩევანი შეგნებულად გავაკეთე. 

არჩევანი ძალიან მარტივი იყო,  უნდა გავქცეულიყავი ბრძოლის ველიდან, ან დავრჩენილიყავი და ჩემი, ჩემი ოჯახის და ქვეყნის ღირსებისთვის მებრძოლა.

მებრძოლა იმის გადასარჩენად, რასაც 10 წელი ავად, თუ კარგად ვემსახურე. მებრძოლა ჩემი იდეალებისათვის. მებრძოლა იმისთვის, რომ ქვეყანა, რომელშიც მე, შენ, ჩვენმა დებმა და ძმებმა უნდა ვიცხოვროთ, უკეთესი იყოს.  ყველას თანაბარი პერსპექტივა ჰქონდეს ნორმალური ცხოვრების.

"მებრძოლა" არ ნიშნავს, რომ მე ბრძოლა დავასრულე. პირიქით, ახლა იწყება მთავარი ბრძოლა, რადგან ამ ყველაფერს დაემატა ბრძოლა საკუთარ თავთან. საკუთარ ვნებებთან, საკუთარ ქცევებსა და ჩვევებთან, რომელიც ადამიანს ცხოვრებაში უყალიბდება. მაგრამ ყველაზე მძიმეა ბრძოლა მარტოობასთან.

ასე იწრთობა ადამიანი და მე ეს გზა უნდა გამევლო, გავდივარ კიდეც.

შენ ბევრჯერ გითქვამს და მომწერე კიდეც: "მე მჯერა შენი უდანაშაულობის". ტასიკუნა, დაიმახსოვრე, უდანაშაულო ამ ქვეყნად არავინ არის, მითუმეტეს, როცა კაცი ამხელა ქვაყანას და ქალაქს მართავს. ბრალდებები კი, რაც გესმის, სისულელეა.  უბრალოდ, ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ ისეა მოწყობილი, რომ გამარჯვებულმა აუცილებლად უნდა მოკლას, თავი უნდა მოაჭრას დამარცხებულს, რომ დარწმუნდეს, ის აღარასდროს აღდგება. რადგან ის თავის მხრივ ფიქრობს, რომ თუ დამარცხებული გადარჩება, ის მობრუნდება და მას მოაჭრის თავს.

სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ისეა, როგორც შუა საუკუნეების ფილმებში. სწორედ ამის შეცვლა მინდა მე და ამიტომაც არ წავედი... გავაგრძელე ბრძოლა არსებობისთვის... შეიძლება გულუბრყვილოდ მჯერა, მაგრამ მიანც მწამს, რომ დადგება დრო საქართველოში, როცა გამარჯვებულ-დამარცხებული დედაბუდიანად არ ამოწყვეტს ერთმანეთს. იცხოვრებენ და იმუშავებენ ერთად, ქვეყნის საკეთილდღეოდ. მენდე, ტასიკუნა, ამისთვის ციხეში კი არა, სიკვდილიც კი ღირს. აი, სულ ეს არის ჩემი დანაშაული...."

ნახეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს