შიშველი ფოტოების სწრაფად არწაშლის გამო ქალი ფეისბუქს სასამართლოში უჩივის

შიშველი ფოტოების სწრაფად არწაშლის გამო ქალი ფეისბუქს სასამართლოში უჩივის

მერიემ ალი სოციალურ ქსელ ”ფეისბუქისგან” 123 მილიონი დოლარის კომპენსაციას ითხოვს, რადგან მათ არ წაშალეს ფოტოები, რომელიც მისმა ძველმა მეგობარმა აუტვირთა ”ფეისბუქზე”. ფოტოებზე ალი ფოტოშოპით იყო გაშიშვლებული. სასამართლო სარჩელში წერია, რომ ალის მეგობარმა ადილ შაჰ ხანმა შექმნა ყალბი პროფილი და ატვირთა ქალის ფოტოშოპში დამუშავებული შიშველი ფოტოები, რითაც მოხდა ალის დისკრედიტაცია.

 

ალი აცხადებს, რომ ”ფეისბუქს” სწრაფი რეაგირება არ ჰქონია, მიუხედავად იმისა, რომ მან ფოტო მრავალჯერ დაარეპორტა. მიზეზი, რატომაც 123 მილიონს ითხოვს დაზარალებული, არის ის, რომ მისი ფოტოები სავარაუდოდ მილიარდ 23 მილიონმა ფეისბუქის მომხმრებელმა ნახა, ამიტომ ქალი თითო შემთხვევიდან 10 ცენტით დაჯარიმებას ითხოვს. ალის ადვოკატი მიიჩნევს, რომ სიტუაცია ძალიან სერიოზულია, რადგან ”ფეისბუქი” ალის საჩივარს სერიოზულად არ მიუდგა, რის გამოც მოხდა მისი უფლებების შელახვა.

მომზადებულია cosmopolitan.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს