არის თუ არა მზად თქვენი შვილი სკოლისთვის?

არის თუ არა მზად თქვენი შვილი სკოლისთვის?

უნდა იცოდეს თუ არა ბავშვმა წერა-კითხვა სკოლაში შესვლამდე? სპეციალისტები თანხმდებიან, რომ ეს არ არის აუცილებელი. პირიქით, ზოგ შემთხვევაში, განსაკუთრებით, როცა ბავშვი ჰიპერაქ2ტიურია, ფსიქოლოგები ურჩევენ, ბავშვა არ დააძალონ წერა-კითხვა, რომ მერე სკოლაში არ დაკარგონ ინტერესი. თუმცა ელემენტარული ხაზების გავლება, ფიგურების ცნობა, ასოების ცნობა, სასურველია, იცოდეს. კიდევ რა არის აუცილებელი მინიმუმი, რაც სასკოლე ბავშვს მოეთხოვება?

• უნდა იცოდეს თავისი სახელი, გვარი, მისამართი, ოჯახის წევრების სახელები.

• იცოდეს წელიწადის დროები, თვეების სახელები, კვირის დღეები. არჩევდეს ფერებს.

• ითვლიდეს 20-მდე.

• შეეძლოს საგნების შედარება: უფრო დიდი, უფრო ნაკლები, თანაბარი.

• შეეძლოს ერთნაირი ნივთების დაჯგუფება (ამგვარი, გონების გასავარჯიშებელი და გასაწაფი დავალებების შესრულებაში დაეხმარება საბავშვო ჟურნალები, სადაც განსხვავებები, ლაბირინთები, გონების სხვაგვარი სავარჯიშოებია).

• საგნების ჯგუფში იპოვოს ზედმეტი.

• გამოთქვას თავისი აზრი, ააგოს დასრულებული წინადადება (უნდა ჰქონდეს ლექსიკის გარკვეული მარაგი. ამისთვის აუცილებელია, ჰქონდეს წიგნებთან ურთიერთობა, ხშირად უკითხეთ წიგნები).

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს