ცნობილი ადამიანების უკანასკნელი სიტყვები

ცნობილი ადამიანების უკანასკნელი სიტყვები

ლეგენდარული ესპანელი სიურეალისტის, სალვადორ დალის ბოლო სიტყვები იყო: ”სად არის ჩემი საათი?”

ჯეკ დენიელსის, ამავე სახელწოდების ვისკის დამაარსებლის ბოლო სიტყვები გახლდათ: ”ერთი ჭიქაც დამისხით, გთხოვთ”.

ფრანგმა წინასწარმეტყველმა ნოსტრადამუსმა სიკვდილის წინა დღეს ბოლო სიტყვები წარმოთქვა: ”ალიონზე ცოცხალი აღარ ვიქნები”.

გერმანელმა ფილოსოფოსმა კარლ მარქსმა სიკვდილის წინ წარმოთქვა: ”უკანასკნელი სიტყვები სულელებისთვისაა, რომელთაც არაფერი უთქვამთ ცხოვრებაში”.

ჰარი პოტერში პროფესორ დამბლდორის როლის პირველმა შემსრულებელმა რიჩარდ ჰარისმა სიკვდილის წინ განაცხადა: ”ეს საჭმელი იყო”.

ბიზნეს მაგნატის და მულტიპლიკატორის უოლტ დისნეის უკანასკნელი სიტყვები ფურცელზე ამოჩხაპნილი იპოვნეს. ქაღალდზე ეწერა ”კურტ რასელი”. ამ ნაწერის მნიშვნელობა დღემდე უცნობია საზოგადოებისთვის და თავად კურტ რასელისთვისაც.

ამერიკის შეერთებული შტატების მეორე პრეზიდენტის, ჯონ ადამსის ბოლო სიტყვები იყო: ”თომას ჯეფერსონი ისევ გადარჩება”. მან არ იცოდა, რომ ჯეფერსონი მასზე ერთი დღით ადრე გარდაიცვალა.

ამერიკელი მწერლის, ლუიზა მეი ალკოტის ბოლო სიტყვები გახლდათ: ”ეს მენინგიტი არაა?”.

ცნობილი სამხრეთ ამერიკელი პოლიტიკოსი სიმონ ბოლივარი 1830 წელს 47 წლის ასაკში ტუბერკულოზით გარდაიცვალა. უკანასკნელი სიტყვები, რომელიც მან წარმოთქვა იყო: ”ჯანდაბა, როგორ შევძლებ გამოსვლას ამ ლაბირინთიდან!”

მომზადებულია learni.st-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს