როგორ ცხოვრებენ ახალი თაობის იტალიელი მაფიოზები - უდარდელი ცხოვრების ამსახველი ფოტოები

როგორ ცხოვრებენ ახალი თაობის იტალიელი მაფიოზები - უდარდელი ცხოვრების ამსახველი ფოტოები

სიცილიური მაფიის ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები სოციალურ ქსელ Facebook-ში გამოგონილი სახელებით დარეგისტრირდნენ. ისინი თავიანთი ტკბილი ცხოვრების ამსახველ კადრებს საჯაროდ აქვეყნებენ, - ამის შესახებ The Telegraph წერს.

Cosa Nostra-ს თანამედროვე "ავტორიტეტები" უგულვებელყოფენ იდუმალების პრინციპებს, ფოტოებს აქვეყნებენ და თავს იწონებენ.

სოცქსელებში ვრცელდება ახალგაზრდა მაფიოზების იახტებზე, მდიდრულ ავტომობილებში, სუფრასთან გადაღებული ფოტოები.

მაგალითად, მაფიოზი პალერმოდან დომენიკო პალაცოტო აქვეყნებს ფოტოს, სადაც ის ასთაკვს და შამპანურს მიირთმევს. ასევე, სეირნობს იახტით და ლიმუზინით. პალაცატომ გამოაქვეყნა ასევე რამდენიმე უხეში პოსტი პოლიციის მისამართით.

ამ პროცესების პარალელურად, პოლიცია დარწმუნებულია, რომ ახალი ინტერნეტ-ტექნოლოგიები სამართალდამცავებს მაფიის წევრების დაკავებაში დაეხმარება.

სოციალურ ქსელზე ”გაზრდილი” ახალგაზრდების გამოჩენამდე, მაფიის წევრები დიდ მნიშნვნელობას ანიჭებდნენ  კონფიდენციალურობას.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს