გინდათ ასეთი პრესი? - "მუცლის დიეტა"

გინდათ ასეთი პრესი? - "მუცლის დიეტა"

ბევრი ამტკიცებს, რომ  მუცლის პრესის იდეალური ფორმის მისაღებად ძალიან ბევრი ვარჯიშია საჭირო. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი არაჩვეულებრივი მეთოდი - "მუცლის დიეტა".

თავად სახელწოდება მეტყველებს იმაზე, რომ დიეტა კონკრეტულად მუცლისთვისაა, თუმცა არ იფიქროთ, რომ სხეულის სხვა ნაწილები უცვლელად დარჩება.

მაშ ასე, მუცლის დიეტა.

სასარგებლო პროდუქტები:

დიეტის მთავარი ამოცანაა - სწორად წარვმართოთ საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობა. ნივთიერებათა ცვლის გასაუმჯობესებელი ელემენტია უჯრედისი. ის გახლავთ მცენარეული საკვების ნაწილი, რომელიც ორგანიზმის მიერ გადამუშავდება, მაგრამ მის სიცოცხლისუნარიანობაში უზარმაზარ როლს თამაშობს.

ყველაზე მეტ უჯრედისს შეიცავს მარცვლეული კულტურა, ბურღულეული, ქატო, უმი ბოსტნეული და ხილი; ასევე, ის მრავლადაა ჩირსა და თხილში.

დაიწყეთ დღე მცირე ულუფა დიეტური ფაფით, მაგალითად, ჰერკულესით ან წიწიბურით. აუცილებლად ჩართეთ რაციონში რაც შეიძლება მეტი ბოსტნეული და ხილი. ჩვეულებრივი პური შეცვალეთ ხორბლის პურით. სალათებს მაიონეზის ნაცვლად ზეითუნის ზეთი მოასხით.

არ დაივიწყოთ ცილებიც, რომელიც აუცილებელია სრულფასოვანი კვებისთვის. მუცლის დიეტაში უნდა შეიტანოთ კვერცხი, ქათმის თეთრი ხორცი, მოხარშული თევზი და სხვა ზღვის პროდუქტები, რომელიც შეგიძლიათ შეავსოთ გარნირით ბურღულისგან, მაკარონისა და ბოსტნეულისგან.

მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ბოსტნეული ამ შემთხვევაში მინიმალურად უნდა იყოს დამუშავებული, რადგან დიდი ხნით ხარშვით ისინი კარგავენ უჯრედისსა და ვიტამინებს.

შეეცადეთ, იკვებოთ ხშირად და პატარა ულუფებით, და, რა თქმა უნდა, არ დაივიწყოთ სითხე. უპირატესობა მიანიჭეთ წყალსა და მწვანე ჩაის - ისინი ხელს უწყობს კალორიების წვას.

ფორთოხლისა და ანანასის ახალგამოწურული წვენი კი არა მარტო ცხიმის წვის საუკეთესო საშუალებაა, არამედ ვიტამინების საბადოც!

"7 მაისს, საღამოს აუცილებლად უნდა მოსულიყო წვიმა, ბედნიერების წვიმა..." - ერთი ტფილისური ჩვეულების ამბავი

"სიმპსონებმა" 1993 წელს კორონავირუსის პანდემია იწინასწარმეტყველეს? - "იაპონიიდან ამერიკაში ვირუსით სავსე ყუთი გაგზავნეს"

თუ პანდემიის დროს სახლის ყიდვა გადაწყვიტეთ, გაითვალისწინეთ ეს წესები სწორი არჩევანის გასაკეთებლად