სექსი კლავს? - სექსის დროს გარდაცვლილთა "რეიტინგი"

სექსი კლავს? - სექსის დროს გარდაცვლილთა "რეიტინგი"

არც ისე დიდი ხანი გავიდა მას მერე, რაც ცნობილი ნაწარმოების "რუხის 50 შუქჩრდილის" გავლენით წყვილი ისე გაერთო სადომაზოხისტურ სექსით, ბიჭს პარტნიორი გოგონა შემოაკვდა. ამგვარი შემთხვევა არც მანამდე ყოფილა იშვიათი. თქვენ წინაშე არიან ადამიანები, რომელთა სიკვდილი პირდაპირ კავშირშია სექსთან.

• 2001 წელს ამერიკელი ტურისტი რობერტ ჟილი ფილიპინების ერთ-ერთ სასტუმროში გარდაიცვალა 21 წლის გოგონას პორნოგრაფიული ფოტოების თვალიერებისას. 53 წლის კაცი თურმე ისე აღეგზნო, მისმა გულმა ვეღარ გაუძლო ამ გამოცდას.

• სანდრა ორელანა სასტუმროს მერვე სართულზე მდებარე აივნიდან გადმოვარდა. მიზეზი - სანდრა თავის ბოსთან სექსით იყო დაკავებული და მორიგი პოზის შეცვლის დროს რაღაც სწორად ვერ გათვალა, წონასწორობა დაკარგა და მოაჯირიდან გადაეშვა.

• 1999 წელს რუმინული ფეხბურთის ვარსკვლავი მარიო ბუჟენაუ და მისი მეგობარი გოგონა მოუთმენლობას ემსხვერპლნენ - ფეხბურთელის "მერსედესში" დაკავდნენ სექსით, მისივე ავტოფარეხში. ვნებამორეულ მარიოს ავტომანქანის ძრავის გამორთვა დავიწყებია და ერთმანეთს გადახვეულები გარდაიცვალნენ, გამონაბოლქვი აირისგან მოწამლულნი.

• პენსილვანიელი ცოლ-ქმარი ტობი და კრისტენ ტეილორები რეგულარულად ატარებდნენ ექსპერიმენტებს სექსის დროს. ინტიმის დროს ელექტროშოკერებსა და სხვა ელექტრომოწყობილობებსაც იყენებდნენ. თუმცა 2008 წლის იანვარში გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვეს - ქმარს ცოლი შემოაკვდა, ჩვეულებრივი ფენის მოშიშვლებული ელექტროსადენით ექსპერიმენტირებისას.

• 34 წლის იაპონელები სასი და ტომიო ხიკადები ათი წელი ელოდნენ ქორწინებას. მთელი ამ ხნის განმავლობაში უბიწობას იცავდნენ. როცა პირველი საქორწინო ღამის დრო დადგა, ვერც ერთი ახალშეუღლებულის გულმა ვერ გაუძლო ამხელა ვნებას... მართლაც შექსპირისეული დასასრულია.

• 22 წლის როზა ველასთვის მისი ქმრის შუასაუკუნეობრივი ჩანაფიქრი საბედისწერო აღმოჩნდა. ქმარი მივლინებით გაუშვეს და სანამ გაემგზავრებოდა, თავის საყვარელ ცოლს "უმანკოების ქამარი" გაუკეთა. თუმცა საკეტი, რომლითაც ცოლის ერთგულება ჩარაზა, ჟანგიანი აღმოჩნდა. ერთ დღესაც როზას კანი გაუჩხაპნა ჟანგიანმა რკინამ, ინფექცია შეეჭრა და გარდაიცვალა.

• 2002 წელს ვინმე აგიბის ხუნგაომ ფილიპინებში, მანილას ერთ-ერთ სასტუმროში ოდნავ უჩვეულო ორგია მოაწყო. მასში მისი ცოლი და საყვარელი მონაწილეობდნენ. მაგრამ როცა ქალები აყვირებულები გამოცვივდნენ სასტუმროს ფოიეში, უკვე გვიანი იყო - მგზნებარე აგიბისს გულის შეტევა დამართნოდა. როგორც ექიმებმა დაადგინეს, გულის შეტევის მიზეზი იყო "ვიაგრის გადაჭარბებული დოზა და უზომო სექსუალური გარყვნილება".

• ცირკში ცხოველების მომთვინიერებელმა ჰანიბალ კანტორიმ 1993 წელს თავისი ცოლი დაახრჩო, მერე კი თავიც მოიკლა. ბუქარესტის პოლიციის მონაცემებით, სადაც მოხდა ეს ტრაგედია, სიკვდილის წინ არტისტს წერილი დაუწერია. თურმე, მან ვერ გადაიტანა ის საზარელი სანახაობა, რომელსაც ერთხელ შეესწრო - ცოლს თავის ცხენთან შეუსწრო...

• სადომაზოხისტური სექსი რომ უსაფრთხო არ არის, ეს ცნობილი ამბავია. თუმცა ბევრისთვის ეს ისეთი საცდურია, მასზე უარს ვერ ამბობენ. 38 წლის საიმონ ბერლიმ გადაწყვიტა, ჩამოხრჩობის ინსცენირება გაეკეთებინა: თვითონ სკამზე დადგა, როგორც "სიკვდილმისჯილი", მისი მეგობარი გოგონა ელიზაბეტ ჰელამი კი ნაცისტი ჯალათის როლს ასრულებდა. საწყალ საიმონს რომ სცოდნოდა, რით დასრულდებოდა ეს ამბავი, გოგონას ნამდვილ, ბასრ დანას დააჭერინებდა ხელში და არა ძველსა და ბლაგვს, რომლითაც ვერ მოახერხა დროულად თოკის გადაჭრა და საიმონი დაიხრჩო.

• არის თუ არა ასაკობრივი ზღვარი სექსუალური გარყვნილებისთვის? 85 წლის ფრენკ ბარტონი 2004 წელს იპოვეს მკვდარი. მოხუცებული კაცი სექსუალური სადომაზოხისტური თამაშის დროს გარდაიცვალა. პოლიცია მეზობლებმა გამოიძახეს, მას მერე, რაც მისტერ ბარტონი ორი თვე არ გამოჩნდა. სამართალდამცველები მოხუცებულის გვამი უცნაურ მდგომარეობაში აღმოაჩინეს - პირზე რეზინის საცურაო ქუდი ჰქონდა გადაჭერილი (სწორედ მოგუდვით გარდაიცვალა), პენისზე კი თოკი ჰქონდა მოჭერილი.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს