თანამედროვე გამოგონებები, რომელთა შესახებ არც გსმენიათ

თანამედროვე გამოგონებები, რომელთა შესახებ არც გსმენიათ

ნეიროპროტეზი, რომელიც შეხებას გრძნობს

პროფესორმა სილვესტრო მიჩერამ და მისმა გუნდმა ფედერალური პოლიტექნიკური სკოლიდან (შვეიცარია) გამოიმუშავეს ტვინის მიერ მართვადი ხელი, რომელსაც შეუძლია შეგრძნებები მის მფლობელს გადასცეს.

ჭურჭელი, რომელიც თავად ირეცხება

სტოკჰოლმის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში შემუშავებული სპეციალური საფარი უკუაგდებს წყალს, ჭუჭყს და ზეთს, ანუ არაფერია საჭირო მათ გასაწმენდად, იმიტომ, რომ არ ბინძურდება.

ნემსი XSTAT

სისხლის დაკარგვა სიკვდილის გამომწვევი მთავარი ფაქტორია კონფლიქტის ზონებში. ნემსი XSTAT 15 წამის განმავლობაში ახერხებს ჭრილობის დახურვას ნებისმიერი ცეცხლსასროლი იარაღისგან მიყენებული ჭრილობის დროს.

კალამი სამგანზომილებიანი ნახატებისთვის

ასეთი კალმით შეგეძლებათ სკულპტურების პირდაპირ ჰაერში დახატვა. ის ერთგვარი პატარა სამგანზომილებიანი პრინტერია, რომელიც ადნობს და აციებს პლასტმასს, რაც საშუალებას აძლევს, შექმნას მყარი ავტონომიური სტრუქტურები და წარწერები ჰაერში. ის მხოლოდ 40 გრამს იწონის და ჩვეულებრივი კალმის შესახედაობა აქვს.

მაცივარი, რომელიც ელექტროობის გარეშე მუშაობს

ეს მაცივარი გამოიგონა მანკუს ლალ რაგავიიბაიმ, ინდოეთის ქალაქ გუჯარტის მცხოვრებმა. მაცივარი არ საჭიროებს ელექტროობას და ფუნქციონირებს აორთქლებული წყლის ხარჯზე. მას შეუძლია შეინახოს ბოსტნეული, ხილი და რძის პროდუქტი მრავალი დღის განმავლობაში.

ჩემოდანი სკუტერი

ჩინელმა ფერმერმა ხე ლიენგკაიმ შექმნა ჩემოდანი - სკუტერი, რომელსაც შეუძლია ორი მგზავრის გადაადგილება. 20 კმ/სთ სიჩქარით მას შეუძლია 50 კილომეტრი მანძილი დაფაროს. რატომ უნდა ათრიოთ ხელით ჩემოდანი, როდესაც შეგიძლიათ ჩემოდანმა გატაროთ თქვენ?

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს