"დედა დღე და ღამ მუშაობდა, შვილი სულ ამოვარდა კალაპოტიდან" - მარტოხელა დედის სევდიანი ამბავი

"დედა დღე და ღამ მუშაობდა, შვილი სულ ამოვარდა კალაპოტიდან" - მარტოხელა დედის სევდიანი ამბავი

ეს ამბავი მარტოხელა დედის ოჯახში მოხდა. ქალი ვაჟს მარტო ზრდიდა – ქმარს მაშინ გაეყარა, როცა პატარა წლისაც არ იყო. ბიჭი უკვე თოთხმეტი წლის გახდა, დედა – 35-ის.

ბოლო დროს ცხოვრება ჯოჯოხეთს დაემსგავსა. იმის გარდა, რომ დედას დღე და ღამ მუშაობა უწევდა სარჩო-საბადებლის საშოვნელად, შვილიც ამოვარდა კალაპოტიდან: ცუდად სწავლობდა, ეუხეშებოდა, არც სახლში ეხმარებოდა რამით.

მეხუთე კლასამდე ასე თუ ისე ცდილობდა სწავლას. მერე თანდათან გაუფუჭდა ნიშნები. ამას კიდევ უარესი მოჰყვა – მასწავლებლების შენიშვნები, ჩივილი იმაზე, რომ მის თანატოლებს ჯიბის ფული ჰქონდათ, მას კი არა. რაიმეს შეცვლის სრული უუნარობისგან ქალი გამუდმებით გაღიზიანებული და დაღლილი იყო. მის შენიშვნებს და ნოტაციებს ბიჭი უკვე მდუმარედ უსმენდა, თუმცა არც გაკვეთილებს სწავლობდა და არც სახლში ეხმარებოდა.

ერთხელაც დედა შინ დაბრუნდა და ნახა, რომ ოთახი კვლავ აულაგებელი იყო, არადა, შინიდან გასვლის წინ უბრძანა: "იცოდე, როგორც კი მოხვალ სკოლიდან, დაალაგე, არეული არ დამახვედრო სახლი!"

ჩაიდანი გაზქურაზე შემოდგა და დაღლილმა მტვრის გადაწმენდა დაიწყო. უცებ შენიშნა, რომ მისი საყვარელი ბროლის ლარნაკი უწინდელ ადგილას აღარ იდგა. პირველმა, რაც გაუელვა თავში, ის იყო, რომ ამაში ბიჭის ხელი ერია. მის გარდა ხომ შინ არავინ იყო. წაიღო? გაყიდა? მაგრამ რისთვის? მაშინვე გაახსენდა, რომ სულ ცოტა ხნის წინ დაინახა ვიღაც საეჭვო ბიჭებთან. როცა ჰკითხა, ვინ იყვნენ ის ბიჭები, მისმა ვაჟმა რაღაც ჩაიბურტყუნა გაუგებრად.

იხილეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს