როდის ჯობს მეორე შვილის გაჩენა - საუკეთესო ასაკობრივი შუალედი

როდის ჯობს მეორე შვილის გაჩენა - საუკეთესო ასაკობრივი შუალედი

თუ მეორე ოსრულობის დაგეგმვას აპირებთ და მიდგომა "როცა ღმერთი ინებებს" არ გაკმაყოფილებთ, სჯობს გაითვალისწინოთ, რამდენწლიანი შუალედია ყველაზე ოპტიმალური პირველსა და მეორე ბავშვს შორის.

საუკეთესო შემთხვევაა, თუ შუალედი 3-4 წელია. უფროსი ბავშვი უკვე მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელია, შეუძლია თავისით ჩაიცვას, თავის ხელით შეჭამოს, იცის ქუჩაში ქცევის წესები, ცოტა ხნით მარტო თამაშიც შეუძლია. უკვე გააგებინებ, რატომ უჭირავს დედას მეორე ბავშვი. თუმცა უფროსი შვილი აუცილებლად უნდა მოამზადოთ მეორეს მისაღებად, რათა არ იფიქროს, რომ მშობლებმა "სხვაზე გაცვალეს".

ჯერ კიდევ ორსულობისას ესაუბრეთ დაიკოსა და ძამიკოზე. აუხსენით, რომ პატარას არაფრის გაკეთება არ შეუძლია და ამიტომ დედამ უნდა იზრუნოს მასზე. რომ არ იეჭვიანოს, ბავშვის დასახვედრ ღონისძიებებში ისიც ჩართეთ. მაგალითად, ჰკითხეთ, და ურჩევნია თუ ძმა, რომელი სახელი მოსწონს. კარგი იქნება, თუ დედა უამბობს, როგორ აჭყუმპალავებენ ერთად აღუას თბილ წყალში, როგორ ასეირნებენ ეტლით და ა. შ.

საკმაოდ გაგიჭირდებათ მოვლა, თუ შვილებს შორის 1-2 წლიანი შუალედი იქნება. ბავშვები ქუჩაში სხვადასხვა მიმართულებით გარბიან, ერთს რომ მაგიდაზე საფენს უცვლით, მეორე ამ მაგიდაზე მობობღავს, ვერც დედის ორგანიზმი ასწრებს პირველსა და მეორე ბავშვს შორის ძალების აღდგენას. გადაღლილი დედა კი სრულფასოვნად ვერცერთ ბავშვს ვერ მოუვლის. თან მხოლოდ ბავშვის დევნა ხომ არ არის საკმარისი. ორივეს სჭირდება რეცხვა, კვება... თან სახლსაც უნდა მიხედოს და ქმარსაც (გაუთვალისწინებელს შემთხვევებზე რომ აღარაფერი ვთქვათ). ძიძის ან დამხმარეს აყვანის საშუალება ყველას არ აქვს და იწყება დედის დეპრესია.

დადებითი მხარე ამ შუალედსაც აქვს.

იხილეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს