8 წლის ქირურგი და 10 წლის დოქტორი - თანამედროვეობის ვუნდერკინდები

8 წლის ქირურგი და 10 წლის დოქტორი - თანამედროვეობის ვუნდერკინდები

ამ ბავშვებმა ადრეულ ასაკში მოახერხეს სხვადასხვა პროფესიაში საოცარი წარმატების მიღწევა – ისინი ნამდვილად "საოცარი ბავშვები" არიან, ანუ ვუნდერკინდები, რომლებიც საზოგადოებას აოცებენ.

ჯეიკობ ბარნეტი ამერიკელი მათემატიკოსია. ორი წლის იყო, როცა მძიმე დიაგნოზი დაუსვეს: აუტიზმი. ექიმები ამბობდნენ, რომ ვერც ილაპარაკებდა, ვერც წაიკითხავდა და ჩვეულებრივ ყოფით საქმიანობაშიც ვერ ჩაერთვებოდა. სამი წლისა რომ გახდა, მაშინ აღმოჩნდა, რომ ექიმები ძალიან შეცდნენ – ჯეიკობი უკვე ანბანს ცნობდა და ამბობდა წაღმა და უკუღმა. ამავე ასაკში პლანეტარიუმს სტუმრობდა, სადაც გიდს აუხსნა, რატომ არის მარსი ასეთი უცნაური ფორმის. ინდიანის უნივერსიტეტში 10 წლისამ ჩააბარა. სადოქტორო დისერტაციაზე მუშაობისას ამტკიცებდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს აინშტაინის ფარდობითობის თეორიას უარყოფდა. დრესდღეობით დისერტაციაზე მუშაობს კვანტური ფიზიკის სფეროში.

მიკაელა ფუდოლიგმა ფილიპინების უნივერსიტეტში 11 წლისამ ჩააბარა, 16 წლისამ კი წარმატებით დაამთავრა და ფიზიკის დარგში ბაკალავრის ხარისხი მიიღო. დღესდღეობით ამავე უნივერსიტეტში პროფესორად მუშაობს და ეკონოფიზიკით არის დაკავებული.

იაკრიტ იასვალი ინდოეთში მას მერე გახდა ცნობილი, რაც თავისი პირველი ქირურგიული ოპერაცია ჩაატარა – მაშინ რვა წლის იყო. მართალია, ექიმი არ იყო, მაგრამ ნაცნობების ვიწრო წრეში უკვე აღიარებული სამედიცინო გენიოსის რეპუტაცია ჰქონდა. მის რვა წლის მეგობარს ხელი დაეწვა და აკრანმა თითები დაუცალკევა ერთმანეთისგან.

იხილეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს