ექიმმა მშობლებს უთხრა, რომ ბიჭი ვერასოდეს გაივლიდა და ვერ ილაპარაკებდა - მამა-შვილმა მსოფლიოს სასწაული დაუმტკიცა

ექიმმა მშობლებს უთხრა, რომ ბიჭი ვერასოდეს გაივლიდა და ვერ ილაპარაკებდა - მამა-შვილმა მსოფლიოს სასწაული დაუმტკიცა

ეს არის უსაზღვრო მამობრივი სიყვარულის, ნებისყოფისა და შეუპოვრობის მაგალითი. ეს არის ამბავი მამაზე და შვილზე, რომლებსაც ერთად ნებისმიერი მწვერვალების დაპყრობა შეუძლიათ...

შვილმა ჰკითხა მამას: "მამა, ჩემთან ერთად მიიღებ მონაწილეობას მარათონში?" მამამ, მიუხედავად იმისა, რომ გულზე პრობლემები ჰქონდა, უპასუხა: "კი". და ერთად გაიარეს მთელი მარათონი.

მერე ხშირად მონაწილეობდნენ სხვა მარათონებში და მამა ყოველთვის ეთანხმებოდა ბიჭს, როცა ის სთხოვდა, ერთად გაევლოთ გზა.

ერთხელ შვილმა ჰკითხა, იქნებ, "აირონმენშიც" მივიღოთო მონაწილეობა - ეს არის ურთულესი ტრიატლონი მსოფლიოში, სახელწოდებით "რკინის კაცი", რომელიც მართლა რკინის ნებისყოფასა და ძალას მოითხოვს მონაწილისგან. გზა სამ ნაწილად იყოფა: ჯერ დაახლოებით 42 კილომეტრი უნდა გაიარო ნაპირზე, მერე გადაცურო ოკეანე და ბოლოს, 180 კილომეტრი ველოსიპედით. მამამ და შვილმა ეს რბოლა ერთად გადალახეს.

მოგვიანებით ინტერვიუში მამამ, დიკ ჰოიტმა, ჟურნალისტებს უამბო, რომ ჯერ კიდევ დედის მუცელში რიკს ჭიპლარი შემოეხვია კისერზე და ტვინთან ჟანგბადს არ უშვებდა. როცა რიკი დაიბადა, ექიმმა დიკსა და მის ცოლს უთხრა, რომ ბიჭი ვერასოდეს გაივლიდა, ვერ ილაპარაკებდა და აჯობებდა, სამშობიაროშივე დაეტოვებინათ.

იხილეთ სრულად

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა