როგორ დავზოგოთ წყლის გადასახადი - 5 რჩევა, რომელიც ხარჯებს გაგინახევრებთ

როგორ დავზოგოთ წყლის გადასახადი - 5 რჩევა, რომელიც ხარჯებს გაგინახევრებთ

1. ხშირად შეამოწმეთ სანტექნიკა

დააკვირდით სანტექნიკის მდგომარეობას სამზარეულოსა და აბაზანაში. გაფუჭებული ონკანის შეუკეთებლობა რამდენიმე ათასი ლიტრი ”ზედმეტი” წყალი დაგიჯდებათ. არ დაგავიწყდეთ უნიტაზის ჩასარეცხი ბაკის შემოწმებაც.

2. შეიძინეთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა

ჭურჭლის სარეცხის დახმარებით შეძლებთ 85% წყლის და 50% ენერგიის დაზოგვას. სპეციალისტებმა გამოთვალეს, თანამედროვე ჭურჭლის სარეცხი მანქანა შეძენიდან ოთხ წელიწადში ამოიღებს დანახარჯს. მაქსიმალური ეკონომიისთვის გამოიყენეთ ეკენომიური რეცხვის რეჟიმი.

3. გააუმჯობესეთ შხაპი

სპეციალური საკრავები სტოპ-ინტილთან ერთად შეამცირებს წყლის ხარჯვას 40%-ით. ამასთან, პროცედურის კომფორტულობის ხარისხი ჩვეულებრივ დონეზე დარჩება.

4. არ უთხრათ საკუთარ თავს უარი სიამოვნებაზე

ალბათ გსმენიათ, რომ შხაპის გამოყენება აბაზანის ავსებაზე ეკონომიურია. ეს სიმართლეა მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში - როდესაც შხაპს ოპტიმალური წყლის წნევა აქვს დაყენებული. თუ არ გსურთ, საკუთარ თავს მოაკლოთ ცხელი აბაზანის მიღების სიამოვნება, მიაქციეთ ყურადღება ისეთ მოდელებს, რომელთაც დიდი ხნით შეუძლიათ სითბოს შენარჩუნება.

5. აარჩიეთ სწორი მოტივატორი

ბოლოს, დაკიდეთ სამზარეულოს კედელზე ან აბაზანაში პლაკატი, რომელიც ეკონომიის შესახებ შეგახსენებთ. ამ წვრილმანის დახმარებით, ეცდებით მინიმუმ ერთი წუთით ადრე დაასრულოთ წყლის მოხმარება, რაც დაახლოებით 20 ლიტრ წყალს დაზოგავს. გაამრავლეთ ეს ციფრი 365 დღეზე და მიიღებთ 7,5 კუბომეტრს. საგრძნობი ეკონომიაა, არა?

მომზადებულია www.inmyroom.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს