პორნოგრაფიის ყურებას ბავშვები 11 წლიდან იწყებენ

პორნოგრაფიის ყურებას ბავშვები 11 წლიდან იწყებენ

პორნოგრაფიის ყურება ჩვეული რამაა ათიდან შვიდი სკოლის მოსწავლისთვის. ათიდან ერთი ბავშვი აცხადებს, რომ 11 ან 12 წლიდან დაიწყო პორნოფილმების ყურება.

13 და 15 წლის ბავშვების 42% აცხადებს, რომ პორნოს უყურებენ. გამოკითხულ თინეიჯერთა ნახევარზე მეტი ამბობს, რომ სექსუალური, ან შიშველი ფოტოების და ვიდეოების ერთმანეთისთვის გაგზავნა ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.

კვლევის ერთ-ერთი ორგანიზატორი დალია ბენგალიმი ამბობს: ”პორნოგრაფია თინეიჯერების ცხოვრებაში ფართოდ გავრცელებულია და ახალგზარდა გოგონები ვერ ხვდებიან, თუ როგორი საზიანო შეიძლება იყოს მსგავსი კადრების ყურება”.

თინეჯერ გოგონებზე ორჯერ მეტი ბიჭი უყურებს პორნოგრაფიას. 10-დან მინიმუმ შვიდი 18 წლის გამოკითხული ბავშვი არარეალისტურ ქცევას იყალიბებს სექსის მიმართ. თინეიჯერების უმეტესობა აცხადებს, რომ სექსზე და ურთიერთობების შესახებ რჩევები სკოლებში უნდა ისწავლებოდეს.

მომზადებულია metro.co.uk-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს