როგორ გახადოთ თქვენი რჩეული ბედნიერი

როგორ გახადოთ თქვენი რჩეული ბედნიერი

1. უთხარით, რომ მის მეგობრებთან ხშირად გაატაროს დრო. ეს არა მხოლოდ იმის მაჩვენებელი იქნება, რომ ენდობით, არამედ იმისაც, რომ მის პირად თავისუფლებას პატივს სცემთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მისი მეგობრები მოგწონდეს.

2. ხშირად მოუმზადეთ საყვარელი კერძი. როგორც ძველი ჭეშმარიტება იუწყება, მამაკაცის გულისკენ მიმავალი გზა კუჭზე გადის.

3. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გზა, რომ შენი პარტნიორი ბედნიერი იყოს, არის იმის ჩვენება, რომ თავად ხარ ბედნიერი. ეს იქნება იმის ილუსტრაცია, რომ შენ ბედნიერი ხარ, რომ მისნაირი ადამიანი გყავს ცხოვრებაში.

4. ყოველთვის დაანახე, რომ გვერდში უდგეხარ. არ აქვს მნიშვნელობა, რას აკეთებს, ან რისი გაკეთება უნდა, ყოველთვის გამოხატე შენი მხარდაჭერა და უთხარი, რომ მისი გჯერა. რამდენად შეუსრულებლადაც უნდა გეჩვენებოდეთ მისი გეგმები, არასოდეს აგრძნობინო, რომ მისი წარმატების იმედი არ გაქვს.

5. შეურჩიე ზედმეტსახელი. თუნდაც ისეთი, რომელიც მის პერსონას საუკეთესოდ ერგება. ეცადე ზედმეტსახელი იყოს საყვარელი. ყოველთვის გაუხარდება, როდესაც ამ სახელით მიმართავ ხოლმე და ეცოდინება, რომ შენთვის ის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ადამიანია.

მომზადებულია newsmax.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს