კულტურის უმნიშვნელოვანესი ნიმუშები, რომლებიც შემთხვევით გადარჩა

კულტურის უმნიშვნელოვანესი ნიმუშები, რომლებიც შემთხვევით გადარჩა

არქიმედეს უსასრულობის ტრაქტატი

 

2011 წელს მათემატიკოსებმა აქამდე დაკარგულად ცნობილი მანუსკრიპტი აღმოაჩინეს. ბერძენი გენიოსის ტრაქტატი უსასრულობის შესახებ 2000 წლის წინ არის დაწერილი, 2000 წლით ადრე, სანამ ეს კონცეპტი ვინმეს მოაფიქრდებოდა. ამ აღმოჩენას მათემატიკის ისტორიაში უდიდეს აღმოჩენად მოიხსენიებენ.

ემილი დიკინსონის ლექსები

ემილი დიკინსონი ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოეტია. ემილის გარდაცვალების შემდეგ მისი ხელნაწერები მის დას, ლავინას გადაეცა, რომელმაც წერილები, მანუსკრიპტები და ნებისმიერი სახის ჩანაწერები ცეცხლში შეყარა.მაგრამ როდესაც ლექსების დაწვაც დააპირა, ერთი გადაკითხვის შემდეგ მიხვდა, რომ დიდ შეცდომას უშვებდა. მას რომ დიკინსონის ლექსების დაწვა არ გადაეფიქრებინა, ამერიკული პოეზიის ლანდშაფტები დღეს სულ სხვანაირი იქნებოდა.

მონტი პაიტონი

ბრიტანული კომედიური კოლექტივის, ”მონტი პაიტონის” პირველი სკეჩი 1969 წელს გავიდა ეთერეში. 1970 წელს ”ბიბისიმ” შემოიღო განაწესი, რომ ძველი ფირები გადაეყარათ. კომედიის მოყვარულების საბედნიეროდ, ”მონტი პაიტონის” წევრმა ტერი ჯონსმა დროზე შეიტყო ”ბიბისის” გეგმის შესახებ და არსებული ფირები შეიძინა. რომ არა ჯონსის წინდახედულობა, დღეს ლეგენდარული კოლექტივის პირველი ნაბიჯები კაცობრიობისთვის დაკარგული იქნებოდა.

დოქტორ ჯეკილის და მისტერ ჰაიდის უცნაური საქმე

1886 წელს დაწერილი საშინელებათა ჟანრის კლასიკა სინამდვილეში რიმეიქია. 1985 წელს რობერტ ლუის სტივენსონმა ორიგინალი ხელნაწერი დაასრულა, მისმა ცოლმა ფანიმ კი დაწვა. როდესაც სტივენსონმა ცოლს განუცხადა, რომ ეს გიჟური ისტორია მისი შედევრი იყო, ქალმა ჩათვალა, რომ ქმარი ჭკუიდან შეიშალა. მისი რეპუტაციის შენარჩუნების მიზნით, ფანიმ გადაწყვიტა ხელნაწერი გაენდაგურებინა. შემდეგი სამი წელი სტივენსონი ცდილობდა აღედგინა ყოველი დეტალი, რომელიც ორიგინალ ტექსტში დაწერა. არავინ იცის, რამდენად განსხვავებული იყო პირველი და მეორე ხელნაწერი.

ავღანური ტილოები

ავღანეთს ერთ-ერთი ყველაზე ძველი და კომპლექსური კულტურული მემკვიდრეობა გააჩნია. როდესაც ძალაუფლება ხელში თალიბანმა აიღო, გადაწყვიტეს ეს კულტურული სიმდიდრე გაენდაგურებინათ. მხატვარმა მუჰამედ იუსუფ ასეფიმ მუზეუმში აღდგენითი სამუშაოები ჩაატარა და ასე გადაარჩინა კულტურული საგანძური.

ნოსფერატუ

მუნჯი საშინელებათა ფილმი ”ნოსფერატუ” ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფილმია კინოს ისტორიაში. და ასევე პლაგიატის მონუმენტური აქტი. როდესაც ”დრაკულას” ავტორი ბრემ სტოკერი გარდაიცვალა, მისმა ქვრივმა ყველა ასლის განადგურება გადაწყვიტა. საბედნიეროდ ფილმის შემქმნელებმა მოახერხეს ერთი ეგზემპლარის გადამალვა და ამ ერთი ეგზემპლარით გავრცელდა შემდეგ ”დაკულა” მსოფლიო მასშტაბით.

ყველაფერი, რაც ფრანც კაფკამ დაწერა

სიცოცხლის ბოლო კვირას, კაფკამ თავის მეგობარს მაქს ბროდს თხოვა, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ, ყველა ხელნაწერი დაეწვა. საბედნიეროდ, ბროდმა არ შეასრულა მეგობრის უკანასნელი თხოვნა და ყველაფერი დაბეჭდა, რაც კაფკამ გადასცა.

მომზადებულია listverse.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს