10 მიზეზი თუ რატომ ვერ იკლებთ წონაში

10 მიზეზი თუ რატომ ვერ იკლებთ წონაში

დიეტა და და რამდენიმე კილოს მოკლება ყველა ქალისთვის აქტუალური თემაა. ერთმანეთს ვაძლევთ რჩევებს, განვიხილავთ ახალ დიეტებსა და ფიტნესპროგრამებს, მაგრამ, წონა უცვლელია, შედეგი-ნული.

შევეცადეთ, შეგვეკრიბა ყველა ის მიზეზი, რაც ქალს გახდომაში უშლის ხელს.

წყლის ნაკლებობა

ადამიანის სხეულის თითქმის 75 პროცენტი წყლისგან შედგება და მას მუდმივად სჭირდება განახლება. სასურველია, დღეში 8 (200-გრამიანი ჭიქა) ჭიქა უგაზო წყლის სმა. წყალი დალიეთ ჭამამდე 20-30 წუთით ადრე და 1-1,5 საათის ჭამის შემდეგ. წყლის პირველი ჭიქა უზმოზე უნდა დალიოთ, დანარჩენი ჭიქები დღის განმავლობაში გადაანაწილეთ და სვით.

არ საუზმობთ

საუზმე დღის ყველაზე საჭირო საკვებია. აუმჯობესებს კუჭის მოქმედებას. ორგანიზმში გამომუშავდება ლეპტინი,- ნივთიერება, რომელიც მადას აქვეითებს. მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუ რას მიირთმევთ საუზმეზე. მოერიდეთ შემწვარ-მოხრაკულ საკვებს. აგრეთვე, ცხიმიან კერძებს, ფუნთუშეულს, სოსისებსა და ძეხვებს.

მსუყე ვახშამი

ვახშამი სადილზე მირთმეული ულუფის ნახევარს უნდა შეადგენდეს და ისიც პურის გარეშე. და რაც მთავარია, ივახშმეთ დაძინებამდე 2-3 საათით ადრე.

უარი ვახშამს

ცარიელი კუჭით ვერც წესიერად დაიძინებთ და განწყობაც გაგიფუჭდებათ. მათ გასაგონად, ვინც 6 საათის მერე აღარ ჭამს. აბა, დაითვალეთ, რამდენ საათს ატარებთ მშიერი?! თუ 5 საათზე ივახშმებთ და მეორე დილის 8-9 საათამდე არაფერს შეჭამთ, დაიავადმყოფებთ კუჭს და გაიფუჭებთ განწყობას. გახდომით კი ვერ გახდებით.

გამოუძინებელი ხართ

ამერიკელმა სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ადამიანი, რომელსაც 6-8 საათი სძინავს და დასვენებისთვისაც გამოყოფს დროს, დიეტის გარეშეც 6 თვეში 5 კილოს დაიკლებს. ასე, რომ ძილი გახდომას ეხმარება და ეს ხუმრობა არაა.

ნუ ხართ სასწორზე დამოკიდებული

ზოგიერთი ადამიანი დღეში რამდენჯერმე იწონება, რაც საერთოდ დაუშვებელია. ადამიანის წონა დღის განმავლობაში რამდენჯერმე იცვლება. თუ დილით 2 კილოთი ნაკლები იყავით, საღამოს შეიძლება 4 კილო მოიმატოთ. ეს ორგანიზმისთვის ჩვეული მოვლენაა და ამის გამო პანიკაში ნუ ჩავარდებით. უმჯობესია, დღეში ერთხელ, უზმოზე, აიწონოთ ხოლმე.

იხილეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს