ice bucket challenge-ს დამაარსებელი დაიხრჩო

 ice bucket challenge-ს დამაარსებელი დაიხრჩო

ადამიანი, რომელმაც  ice bucket challenge ინტერნეტსაზოგადოებას ვირუსივით მოსდო, ცურვისას დაიხრჩო.

27 წლის კორი გრიფინი მასაჩუსეტში უბედური შემთხვევის შედეგად, ცურვისას დაიხრჩო. ინციდენტის ირგვლივ გამოძიება მიმდინარეობს.

გრიფინმა ice bucket challenge მეგობრის დასახმარებლად წამოიწყო, რომელსაც ამიოტროფული სკლეროზის დიაგნოზი დაუსვეს. მას შემდეგ ამ ფონდში 23 მილიონ დოლარზე მეტი შემოწირულობა შევიდა.  ice bucket challenge-ს პრინციპი ასეთია: ადამიანმა ყინულით სავსე წყალი უნდა გადაისხას თავზე და შემდეგ დაასახელოს სამი ადამიანი, რომელთაც გამოწვევას გაუგზავნის. დასახელებულმა პირებმა 24 საათის განმავლობაში უნდა გაიმეორონ ანალოგიური ქმედება და ფონდში 10 დოლარი გადარიცხონ. თუ ყინულიანი წყლის გადასხმაზე უარს განაცხადებენ, მაშინ 100 დოლარის გადახდა მოუწევთ. ამ აქციაში მილიონობით ადამიანი, მათ შორის მრავალი ცნობილი პიროვნება მონაწილეობს.

მომზადებულია metro.co.uk-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს