შემთხვევითი აღმოჩენები, რომლებმაც სამყარო შეცვალეს

შემთხვევითი აღმოჩენები, რომლებმაც სამყარო შეცვალეს

კოკა კოლა

 

ფარმაცევტი ჯონ პემბერტონი 1880 წელს ყიდდა სიროფს, რომელიც ღვინის და კოკას ექსტრაქტით იყო დამზადებული და თავის ტკივილსა და ნერვულ აშლილობას შველიდა. 1885 წელს ალკოჰოლის გაყიდვა აიკრძალა, ამიტომ პემბერტონმა მხოლოდ კოკას ექსტრაქტზე დამზადებული სიროფი შექმნა, რომელიც წყლით გააზავა. შედეგად კაცობრიობამ კოკა-კოლა მიიღო.

კარტოფილი ჩიფსი

ნიუ-იორკის ერთ-ერთი რესტორნის შეფ-მზარეული ჯორჯ კრამი 1853 წელს ცდილობდა, კლიენტის შეკვეთილი კარტოფილი ფრი მოემზადებინა. კლიენტმა კარტოფილი უკან გაატანა და სთხოვა, რომ უფრო ხრაშუნა და თხელი მიეტანა. კრამმა ძალიან წვრილად დაჭრა კარტოფილი და იქამდე წვავდა, სანამ ქვასავით არ გახდა. მზარეულის გასაკვირად კლიენტი ძალიან კმაყოფილი დარჩა.

მიკროტალღოვანი ღუმელი

1946 წელს ინჟინერი პერსი სპენსერი ახალ ელექტრო ლამფაზე მუშაობდა. ექპერიმენტის დროს სპენსერის ჯიბეში შოკოლადმა დნობა დაიწყო. ინჟინერმა სასწრაფოდ აიღო პოპკორნი და მოწყობილობასთან ახლოს დადო. რა თქმა უნდა, პოპკორნმა გამოცხობა დაიწყო. ასე მოევლინა რევოლუციური მოწყობილობა სამყაროს.

სახარინი

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევარმა კონსტანტინ ფალბერგმა სახლში მისვლისას აღმოაჩინა, რომ ცოლის მომზადებული ბისკვიტი ძალიან ტკბილი იყო. გაირკვა, რომ ცოლს ქმრის სამსახურიდან სახლში გაყოლილი ქიმიკატი შაქარი ეგონა და ბისკვიტს დაუმატა. ფალბერგმა დაუყოვნებლივ მოითხოვა პროდუქტის პატენტი და მასობრივ პროდუქციას შეუდგა.

პენიცილინი

მეცნიერი ალექსანდერ ფლემინგი ცდილობდა ისეთი წამალი გამოეგონებინა, რომელიც ყველა დაავადებას განკურნავდა. 1928 წელს ფლემინგმა შეამჩნია, რომ თეფში, რომელზეც საკვების ნარჩენები იყო, შეიცავდა ფორმას, რომელიც ბაქტერიებს არ იკარებდა. როდესაც მან ფორმა ცალკე გამოყო, აღმოაჩინა, რომ ის ძლიერ ანტიბიოტიკს შეიცავდა, რომლითაც აქამდე მხოლოდ სიფილისს მკურნალობდნენ.

მომზადებულია businessinsider.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს