რაზე ფიქრობს ქალი სექსის დროს?

რაზე ფიქრობს ქალი სექსის დროს?

მთელ სამყაროს აწუხებს პასუხგაუცემელი კითხვა: რა სურთ ქალებს? ყველა მამაკაცი ოცნებობს, სასურველი ქალის ფიქრები წაიკითხოს. და ნეტავ მართლა, რა სურთ ქალებს? რაზე ფიქრობენ? მაგალითად, სხვა მამაკაცზე.

ამაში სათაკილო და დასაძრახი არაფერია. ქალის ფსიქოლოგია ისეა მოწყობილი, რომ ფიზიკური სიახლოვის დროსაც, მას რომანტიკულ-პლატონური შემადგენლობა ახლავს თან. მაშინ, როდესაც საყვარელ პარტნიორთან აქვს სექსი, შეიძლება პარალელურად ლათინოამერიკული სერიალის მსახიობზე, ტაქსის მძღოლზე, პრეზიდენტზე ან კოლეგაზე ფიქრობდეს. ამასთან, ქალი შეიძლება საერთოდ არ გრძნობდეს მიზიდულობას იმ ადამიანის თუ პერსონაჟის მიმართ.

სექსის დროს ქალი შეიძლება მხოლოდ სექსზე ფიქრობდეს. ჰქონდეს ეროტიკული ფანტაზია ისეთ ადგილთან დაკავშირებით, სადაც არასოდეს ჰქონია სექსი, ისეთ პოზებზე, რომლებიც არასოდეს გამოუცდია. ამით ქალი ახერხებს უკეთ დაკმაყოფილებას.

უმეტეს შემთხვევებში, ქალი შეიძლება სულაც იმაზე ფიქრობდეს, რა მოუმზადოს სადილად შვილს ან როგორი კაბა ჩაიცვას სტუმრად. ამის გარეშე ქალს ჰგონია, რომ სიტუაციაზე კონტროლს დაკარგავს, რაღაცას ვერ მოასწრებს. ამიტომ, თუ გინდათ, რომ მთლიანად დატკბეთ ქალით, არა მხოლოდ მისი სხეულით, არამედ გრძნობებით, ფიქრებით და ოცნებებით, გააკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ საზრუნავი მინიმალური ჰქონდეს და არანაირ დაძაბულობას არ გრძნობდეს.

მომზადებულია sexandsex.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს